ეროვნული გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია 17-წლიან სანაკრებო კარიერას ივნისში ასრულებს.
მან საქართველოს ნაკრები მოედანზე 50-ჯერ გაიყვანა, პირველად ეს 2013 წლის 6 თებერვალს (25 წლისა და 7 თვის ასაკში), ალბანეთთან ამხანაგური მატჩისას მოხდა, ბოლოჯერ - გასული წლის ნოემბერში, ბულგარეთში. დაანონსებული გაცილება 2 ივნისს, რუმინეთთან საშინაო ამხანაგური შეხვედრისას იგეგმება.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ კაპიტანს, რომლებთანაც კაშიას, საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში, ვიმპელი გაუცვლია.
2013 წლის 15 ოქტომბერი - იკერ კასილიასი - ესპანეთი V საქართველო 2:0;
2019 წლის 8 სექტემბერი - სიმონ კიაერი - საქართველო V დანია 0:0;
2019 წლის 19 ნოემბერი - ივან პერიშიჩი - ხორვატია V საქართველო 2:1;
2021 წლის 6 ივნისი - ჯორჯინიო ვეინალდუმი - ნიდერლანდები V საქართველო 3:0;
2021 წლის 11 ნოემბერი - ვიქტორ ლინდელიოფი - საქართველო V შვედეთი 2:0;
2022 წლის 25 მარტი - ედინ ჯეკო - ბოსნია V საქართველო 0:1;
2023 წლის 28 მარტი - მარტინ ოდეგორი - საქართველო V ნორვეგია 1:1;
2023 წლის 8 სექტემბერი - ალვარო მორატა - საქართველო V ესპანეთი 1:7;
2024 წლის 18 ივნისი - ჰაქან ჩალჰანოღლუ - თურქეთი V საქართველო 3:1;
2024 წლის 26 ივნისი - კრიშტიანუ რონალდუ - საქართველო V პორტუგალია 2:0.
გურამ კაშიას კაპიტნობით, ჯვაროსნების ჩატარებული 50 მატჩის სტატისტიკა ასეთია - 20 მოგება, 12 ფრე, 18 წაგება.
ხვიჩა ახალი კაპიტანია - 10 ქართველი, რომლებმაც ნაკრებს ყველაზე მეტ მატჩში უკაპიტნეს