საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გურამ კაშიას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი.
კვარას აქამდე ნაკრები, კაპიტნის რანგში, მოედანზე 3-ჯერ ჰყავს გაყვანილი (ბულგარეთთან, თურქეთთან და ესპანეთთან) და ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში 28-ე ფეხბურთელია, რომელმაც თამაში კაპიტნის სტატუსით დაიწყო.
წარმოგიდგენთ 10 კაპიტანს, რომლებსაც საქართველოს ნაკრები მოედანზე ყველაზე მეტჯერ ჰყავთ გაყვანილი:
1. ჯაბა კანკავა - 61 მატჩი (2012-2021);
2. კახა კალაძე - 52 მატჩი (1999-2011);
3. გურამ კაშია - 50 მატჩი (2013-);
4. გიორგი ნემსაძე - 36 მატჩი (1997-2004);
5. კახა ცხადაძე - 23 მატჩი (1991-1998);
6. ლევან კობიაშვილი - 16 მატჩი (2006-2010);
7. ზურა ხიზანიშვილი - 10 მატჩი (2005-2012);
8-10. გოჩა ჯამარაული - 7 მატჩი (1994-2004);
8-10. თემურ ქეცბაია - 7 მატჩი (1995-2002);
8-10. ალექსანდრე ამისულაშვილი - 7 მატჩი (2011-2016).
ათეულთან ყველაზე ახლოს მურთაზ შელიაა, რომელმაც გუნდი მოედანზე 5-ჯერ გაიყვანა - 1994-1995 წლებში.
შეგახსენებთ, ამჟამინდელი კაპიტანი, გურამ კაშია 17-წლიან სანაკრებო კარიერას 2 ივნისს, რუმინეთთან მატჩის შემდეგ ასრულებს.