ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

კაცი, რომელმაც დონჩიჩი გაცვალა - დალასი ჰარისონს უშვებს
კალათბურთიკალათბურთი

კაცი, რომელმაც დონჩიჩი გაცვალა - დალასი ჰარისონს უშვებს

11 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ის ცნობილი ინსაიდერის, შამს ჩარანიას ცნობით, დალას მავერიქსი გენერალურ მენეჯერ ნიკო ჰარისონს სავარაუდოდ სამშაბათს დილით დაგეგმილ შეხვედრაზე გაათავისუფლებს, რომელიც გუნდის მფლობელ პატრიკ დუმონტთან გაიმართება.


ჰარისონი მავერიქსის გულშემატკივრების კრიტიკის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 2 თებერვალს მოულოდნელად ლუკა დონჩიჩი ლოს-ანჯელეს ლეიკერსში გაასხვისა, სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, რაც 25 წლის ვარსკვლავმა დალასი NBA-ის ფინალამდე მიიყვანა.


ამ გაცვლაში დალასმა ენტონი დეივისი, მაქს კრისტი და 2029 წლის პირველი რაუნდის პიკი მიიღო. გარიგებამ American Airlines Center-ის წინ გულშემატკივართა პროტესტი გამოიწვია. ეს უკმაყოფილება არ განელებულა - “Fire Nico!” შეძახილები დღემდე ხშირია.


დუმონტმა, რომლის ოჯახმაც 2023 წლის დეკემბერში მარკ კუბანისგან კლუბის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, გაცვლა მას შემდეგ დაამტკიცა, რაც ჰარისონმა დაარწმუნა, რომ დონჩიჩისთვის მაქსიმალური კონტრაქტის გაფორმება მისი ფიზიკური ფორმისა და ტრავმების გამო ცუდი ინვესტიცია იქნებოდა. თუმცა დუმონტმა მას შემდეგ აღიარა, რომ ამ გადაწყვეტილებას ნანობს.


ჰარისონის ოთხწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში დალასს 182-157 ბალანსი ჰქონდა, რომლის გამორჩეული მომენტები 2022 წლის დასავლეთ კონფერენციის ფინალი და 2024 წლის NBA-ის ფინალი იყო. ამ პერიოდში დონჩიჩის მონაწილებით გუნდის ბალანსი რეგულარულ სეზონში 135-88 იყო, ხოლო მის გარეშე - მხოლოდ 47-69.


გარიგების შემდეგ ჰარისონმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მავერიქსის ჩემპიონობის შანსს ზრდიდა და გუნდს 3-4 წლიანი კონკურენტუნარიანი ფანჯარა ექნებოდა.


„დაცვა იგებს ჩემპიონატებს,“ - ამბობდა ის მაშინ და გარიგების დასაცავად არაერთხელ გაიმეორა ეს ფრაზა სეზონის მიწურულს.


დეივისი, რომელიც გაცვლის მომენტში ტრავმირებული იყო, დალასის მაისურით რეგულარული სეზონის მხოლოდ 14 თამაშში და პლეინის ორ შეხვედრაში გამოჩნდა.


ამჟამადაც მას მარცხენა წვივის ტრავმა აქვს და ბოლო ექვსი შეხვედრა გამოტოვა, საიდანაც ხუთი მავერიქსმა წააგო. წყაროების თქმით, დეივისს სურდა შაბათ-კვირას დაბრუნებულიყო, მაგრამ დუმონტმა მხარი დაუჭირა სამედიცინო შტაბის წევრებს, რომლებიც მას სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ.


გუნდის ვარსკვლავმა კაირი ირვინგმა მარტის დასაწყისში მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და სეზონი მისთვის დასრულდა. მისი დაბრუნების თარიღი ამ დრომდე უცნობია.


ტრავმებით დასუსტებული მავერიქსი გაცვლის შემდეგ პლეი-ოფის ზონიდან გავარდა და საბოლოოდ მემფის გრიზლისთან დასავლეთ კონფერენციის პლეინ თამაშში დამარცხდა.


სასწაულებრივი წარმატება NBA-ის დრაფტის ლატარიაში - 1.8%-იანი შანსით პირველი პიკის მოპოვება და კუპერ ფლეგის არჩევა -კლუბს გარკვეულ იმედს აძლევს მომავლისთვის, თუმცა სეზონის ცუდმა სტარტმა და გულშემატკივართა გაუთავებელმა უკმაყოფილებამ საბოლოოდ გადაწყვიტა ნიკო ჰარისონის ბედი.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

დალასი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

NBA - დრაფტის პირველი არჩევანი დალასმა მიიღო

•კალათბურთი

კალათბურთი

NBA - დრაფტის პირველი არჩევანი დალასმა მიიღო
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მემფისმა დალასს აჯობა და პლეიოფშია

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მემფისმა დალასს აჯობა და პლეიოფშია
•კალათბურთი

კალათბურთი

ფლეგი პირველი არჩევანია - NBA-ის დრაფტის შედეგები

•კალათბურთი

კალათბურთი

ფლეგი პირველი არჩევანია - NBA-ის დრაფტის შედეგები
•კალათბურთი

კალათბურთი

NBA-ს ლეგენდა ევერტონის მფლობელების ჯგუფს შეუერთდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

NBA-ს ლეგენდა ევერტონის მფლობელების ჯგუფს შეუერთდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 მაი, 2025

NBA - დრაფტის პირველი არჩევანი დალასმა მიიღო

News image

19 აპრ, 2025

VIDEO: მემფისმა დალასს აჯობა და პლეიოფშია

News image

26 ივნ, 2025

ფლეგი პირველი არჩევანია - NBA-ის დრაფტის შედეგები

News image

25 აპრ, 2025

NBA-ს ლეგენდა ევერტონის მფლობელების ჯგუფს შეუერთდა

კომენტარები