VIDEO: ისტორიული რეკორდები - კუპერ ფლეგი საოცარ ფორმაშია
06 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დალას მავერიქსის 19 წლის ახალწვეული, კუპერ ფლეგი ბრწყინვალე ფორმაშია.
მისი ბოლო 4 მატჩის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
49 ქულა, 10 მოხსნა vs შარლოტი
34 ქულა, 12 მოხნსა, 5 შედეგიანი გადაცემა vs ჰიუსტონი
36 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა vs ბოსტონი
32 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა vs სან ანტონიო
კუპერ ფლეგი გახდა NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ ოთხი 30-ქულიანი მატჩი ჩაატრა.
ასევე ის მაიკლ ჯორდანის შემდეგ არის პირველი ახალწვეული, რომელმაც ზედიზედ ოთხ მატჩში 30+ ქულა და 5+ მოხსნა დააგროვა. ჯორდანმა ეს 1985 წელს შეძლო.
ფლეგმა ასევე ალენ აივერსონის შედეგიც გაიმეორა და მის შემდეგ გახდა პირველი ახალწვეული, რომელმაც ოთხმატჩიან მონაკვეთში 150+ ქულა მიითვალა. აივერსონმა ეს 1997 წელს გააკეთა.