ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ბაიერნმა საკუთარ მოედანზე რეალ უნიონი დაამარცხა.
შეხვედრა ალიანც არენაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ორივე გოლი ჰარი კეინმა მიითვალა, 52-ე და 55-ე წუთებზე. ინგლისელს 81-ე წუთზე ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მისი მეორე პენალტი ძელს მოხვდა.
63-ე წუთიდან ბაიერნი 10 კაცით თამაშობდა, მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო კორეელი მცველი კიმ მინ ჯე გააძევეს, თუმცა კომპანის გუნდს მშვიდი გამარჯვების მოპოვებაში ამან ხელი ვერ შეუშალა.
მიუნხენელებმა ეს შეხვედრა გარკვეულწილად ეკონომ-რეჟიმში ჩაატარეს და მშვიდად შეძლეს დაგეგმილი სამი ქულის აღება.
ბაიერნმა 18 ქულა დააგროვა და არსენალის შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც 8 საუკეთესოში მოხვედრა და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.