7 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავა ასე გამოიყურება.
საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპეა, რომელმაც 6 ჩატარებულ თამაშში 11 გოლი გაიტანა (3 პენალტი) და კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის რეკორდის (17 გოლი ერთ სეზონში) დამხობას უმიზნებს, მეორეზე კი ჰარი კეინია 7 გოლით (2 პენალტი).
ფოტო: ასე გამოიყურება ჩემპიონთა ლიგის ცხრილი ბოლო ტურის წინ
ტოპ 5:
1. კილიან მბაპე (რეალი) — 11 გოლი (3 პენ)
2. ჰარი კეინი (ბაიერნი) — 7 გოლი (2 პენ)
3. ერლინგ ჰალანდი (მან სიტი) — 6 გოლი (1 პენ)
4-5. ენტონი გორდონი (ნიუკასლი) — 6 გოლი (3 პენ)
4-5. ვიქტორ ოსიმენი (გალათასარაი) — 6 გოლი (3 პენ).