ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. "კემპი დაიწყო" - წერს ქართველი მებრძოლი X-ზე.
პარალელურად MMA-ს ესპანელი ჟურნალისტი ალვარო კოლმენერო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ილია თოფურია საერთაშორისო საბრძოლი კვირაში, UFC 317-ზე ტიტულისთვის იბრძოლებს.
აღნიშნული ღონისძიება 28 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თოფურია ასპარეზობას მსუბუქ დივიზიონში აგრძელებს, რომლის ჩემპიონიც ისლამ მახაჩევია.
გავრცელებული ინფორმაციით, მახაჩევი თავის მხრივ ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლას ელოდება, სადაც ერთმანეთს ბელალ მუჰამედი და ჯეკ დელა მადალენა დაუპირისპირდებიან.
თუ ბელალი დამარცხდება, ისლამი ზედა წონის ტიტულისთვის ბრძოლას განიხილავს.