მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგის ახალი სეზონი უმძიმესად დაიწყო და ახლადდაწინაურებულ ჰალ სიტისთან 2:0 დამარცხდა.
უნიათო თამაშის გამო, გულშემატკივრებმა და ექსპერტებმა გუნდი უმოტივაციობასა და ვნების ნაკლებობაში დაადანაშაულეს, რასაც მთავარი მწვრთნელი, მაიკლ კერიკი მკაცრად გამოეხმაურა და საკუთარი ფეხბურთელები დაიცვა.
კერიკმა მატჩისშემდგომ კრიტიკას "ზარმაცი" უწოდა და აღნიშნა, რომ ფეხბურთში ყველაფერი მხოლოდ მონდომებაზე არ არის დამოკიდებული:
ძალიან მარტივი და ზარმაცი მიდგომაა, როცა გუნდი აგებს და პირდაპირ ამბობ, რომ ყველაფერი ცუდადაა, საკმარისად არ ვცდილობთ და ვნება გვაკლია. გუნდები იგებენ და აგებენ, და ეს მხოლოდ იმის ბრალი არაა, მონდომებული ხარ თუ არა. ამას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს და ჩვენ ზუსტად ვიცით, რის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ
იუნაიტედი მომდევნო მატჩს კვირას, ოლდ ტრაფორდზე იფსვიჩ თაუნის წინააღმდეგ გამართავს, თუმცა გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. 70-მილიონიანი ახალი შენაძენი კარლოს ბალება კოჭის ტრავმის გამო 3 კვირას გამოტოვებს, მოედანზე ასევე ვერ გავა ამად დიალოც.
საგულისხმოა, რომ კერიკს ახლადდაწინაურებული გუნდების წინააღმდეგ კატასტროფული სტატისტიკა აქვს (საშუალოდ 0.33 ქულა მატჩში), ამიტომ სანაკრებო პაუზამდე მორალის აღსადგენად, სანდერლენდთან გამარჯვებით (2:1) ფრთაშესხმული იფსვიჩის დამარცხება მანჩესტერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.