ლივერპულთან მატჩი პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 იქნება.
ამასთან დაკავშირებით მანჩესტერ სიტის თავკაცს მისმა ყოფილმა მეტოქე იურგენ კლოპმა მიმართა.
„პეპ, ჩემო მეგობარო! კეთილი იყოს შენი მობრძანება 1000-იანთა კლუბში! არ მჯერა, რომ ასე ახალგაზრდად გამოიყურები და უკვე მიაღწიე ამ მართლაც წარმოუდგენელ ნიშნულს. ალბათ, არ მჭირდება იმის თქმა, რომ მე ამას 81 მატჩით ადრე მივაღწიე, მაგრამ… ალბათ, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა რაღაცამდე შენამდე მივედი!
საოცარი სიამოვნება და პატივია, რომ კარიერის განმავლობაში ამდენჯერ მომიწია შენს წინააღმდეგ თამაში. ყველაზე რთული თამაშები, მაგრამ ის თამაშები, რომლებშიც ყველაზე მეტი სიამოვნება მივიღე იმიტომ, რომ შენ ხარ და იყავი შთაგონება ჩვენთვის, ყველასთვის. შენი ფეხბურთის გაგება პრაქტიკულად შეუდარებელია და შენი ყოველდღიური ჟინი სრულიად გამორჩეულია.
კიდევ ერთ ლეგენდარულ კლუბს შეუერთდი, წინ შემდეგი მიღწევისკენ! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, მალე შევხვდებით, კარგად აღნიშნე, შეიძლება ერთი ჭიქა წითელი ღვინოთი!“ - მიმართა კლოპმა გვარდიოლას.
„ბარსელონა ჩემი კლუბია, ბაიერნიც საოცარი იყო, მაგრამ ლივერპული ჩემი ყველაზე დიდი მეტოქე იყო, განსაკუთრებით იურგენი. უკეთესად ვერ მოხდებოდა. ბედი და სამყარო აშკარად შეთანხმდნენ, რომ ეს ჩემი მე-1000 მატჩი ყოფილიყო ფეხბურთში.“ - განაცხადა გვარდიოლამ.