არნე სლოტმა არსენ ვენგერს უპასუხა.
არსენალის ყოფილმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ფლორიან ვირცის ათიანზე დაყენებამ ლივერპულის ნახევარდაცვა მოშალა.
„ყველას აქვს უფლება საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს და ბევრს აქვს კიდეც.
თუ გულზე ოპერაცია დამჭირდება, ქირურგს არ ვეტყვი, რა გააკეთოს. თუმცა ფეხბურთში ყველას აქვს აზრი, როგორ აჯობებს მოქცევა.
ფლორიანი ახლა მარცხნიდან თამშობს. თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუ ამ სეზონში არა, მაშინ შემდეგში, ან თუ დღეს არა, მაშინ ხვალ, ის ნახევარდაცვაშიც შესანიშნავად ითამაშებს ლივერპულის მაისურით.
ხუთი თუ ექვსი კარგი ნახევარმცველი გვყავს, რომლებსაც ერთად შეუძლიათ თამაში, თუმცა პოტენციალის გამოსავლენად უფრო მეტი დროის ერთად გატარება სჭირდებათ.
ფლორიანსაც მეტი დრო სჭირდება, რათა თანაგუნდელებს შეეჩვიოს და პირიქით, იმათ შეისწავლონ მისი ქმედებები." - აღნიშნა სლოტმა.