ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

თამაშგარის რევოლუცია იწყება: ფიფა ვენგერის წესის დანერგვას გზას უხსნის
ფეხბურთიფეხბურთი

თამაშგარის რევოლუცია იწყება: ფიფა ვენგერის წესის დანერგვას გზას უხსნის

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფიფამ და IFAB-მა თამაშგარის ახალი წესის დანერგვისკენ გზა გახსნეს, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია არსენ ვენგერი აქტიურად უჭერს მხარს.


ამ წესის მიხედვით, ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდება თამაშგარეში, თუ იგი მთლიანად გასცდება ბოლო მცველს.


თამაშგარის რევოლუცია დაიწყო. ფიფა და IFAB (ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთის წესებს განსაზღვრავს) ვენგერის წესის დანერგვის დეტალებს ამუშავებენ, რომელსაც წლების განმავლობაში ფრანგი მწვრთნელი ლობირებდა.


არსენალის ყოფილი თავკაცი, რომელიც ახლა ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების დირექტორის თანამდებობას იკავებს, ახალი ინტერპრეტაციის მომხრეა, ფეხბურთელი თამაშგარეში უნდა აღმოჩნდეს მხოლოდ მაშინ, თუ იგი მთლიანად დგას ბოლო მცველის წინ.


მოქმედი წესის მიხედვით კი თამაშგარე ფიქსირდება მაშინაც, თუ შემტევი მცველზე სულ რამდენიმე მილიმეტრით არის წინ.


წესი 2026–2027 წლებში დაინერგება?


ვენგერის რეფორმები, რომლებზეც მუშაობა 2020 წლიდან მიმდინარეობს, ოფიციალურად IFAB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე 20 იანვარს ლონდონში განიხილება, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, საკითხი ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე განიხილება თებერვალში, უელსში.


თუ ინიციატივა ამ ეტაპს გაივლის და თებერვლის გენერალურ ასამბლეაზე იქნება წარმოდგენილი, მისი დამტკიცება თითქმის გარანტირებულია, წერს ესპანური გამოცემა AS. მიზანი წესის ამოქმედებაა უკვე მომდევნო სეზონიდან, 2026–2027 წლებში.



ამ ტენდენციაზე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომაც ისაუბრა დუბაიში გამართულ მსოფლიო სპორტულ სამიტზე.


„ჩვენ ვსწავლობთ თამაშგარის წესს, რომელიც წლების განმავლობაში იცვლებოდა და დღეს ითხოვს, რომ შემტევი მცველის უკან ან მასთან ერთ ხაზზე იყოს,“ - განაცხადა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.


მომავალში კი შესაძლოა, ფეხბურთელი თამაშგარეში მხოლოდ მაშინ ჩაითვალოს, თუ იგი მთლიანად იქნება მცველის წინ.


აღნიშნული ცვლილება უკვე გამოცდილი იქნა 2023 წელს იტალიასა და შვედეთში გამართულ ახალგაზრდულ ტურნირებზე, რათა რეალურ პირობებში შეფასებულიყო, რამდენად შეესაბამება ეს სიახლე ფეხბურთს. როგორც ჩანს, ტესტებმა გადაწყვეტილების მიმღები პირები დაარწმუნა.


„მინდა, რომ თამაშგარე არ ფიქსირდებოდეს, თუ სხეულის ის ნაწილი, რომლითაც გოლის გატანა შეიძლება, მცველთან ერთ ხაზზეა,“ - აცხადებდა არსენ ვენგერი ჯერ კიდევ 2020 წელს, თავისი პროექტის დასაწყისში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჯანი ინფანტინო
არსენ ვენგერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"გულზე თუ დამჭირდა ოპერაცია, ქირურგს რჩევებს არ მივცემ", - სლოტმა ვენგერს უპასუხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გულზე თუ დამჭირდა ოპერაცია, ქირურგს რჩევებს არ მივცემ", - სლოტმა ვენგერს უპასუხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პოსტეკოგლუ: "ვენგერი? ასეთ სიგიჟეებს ალაპარაკებს ხალხს ტოტენჰემი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პოსტეკოგლუ: "ვენგერი? ასეთ სიგიჟეებს ალაპარაკებს ხალხს ტოტენჰემი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენ ვენგერის 18 თვე იაპონიაში

•
•ფეხბურთი
არსენ ვენგერის 18 თვე იაპონიაში
•
•ფეხბურთი

ფიფას პრეზიდენტს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის დაბრუნება სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფას პრეზიდენტს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის დაბრუნება სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 ნოე, 2025

"გულზე თუ დამჭირდა ოპერაცია, ქირურგს რჩევებს არ მივცემ", - სლოტმა ვენგერს უპასუხა

News image

08 მაი, 2025

პოსტეკოგლუ: "ვენგერი? ასეთ სიგიჟეებს ალაპარაკებს ხალხს ტოტენჰემი"

News image

20 სექ, 2025

არსენ ვენგერის 18 თვე იაპონიაში

News image

01 მარ, 2025

ფიფას პრეზიდენტს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის დაბრუნება სურს

კომენტარები