ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

არსენ ვენგერის 18 თვე იაპონიაში
ფეხბურთიფეხბურთი

არსენ ვენგერის 18 თვე იაპონიაში

20 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპის წარმატებული მწვრთნელებიდან ბევრი ვერ გაბედავდა აზიის შორეულ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლას მაშინ, როდესაც 1990-იანი წლების შუა პერიოდში არსენ ვენგერმა გარისკა და ელიტური ევროპიდან იაპონიაში სიახლის საძიებლად გადაბარგდა.


იმის ასახსნელად, თუ როგორ შედგა ვენგერის აზიური მოგზაურობა, ეს ამბავი 90-იანი წლების საფრანგეთიდან უნდა დავიწყოთ, იმ პერიოდით, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ელზასელი მწვრთნელის მენტალიტეტზე.


1994 წლის სექტემბერში, „მონაკოში“ ყოფნის მეშვიდე წელს, სეზონის ცუდი სტარტის გამო მუსიე ვენგერი პირველად და როგორც მისმა სამწვრთნელო კარიერამ აჩვენა, ერთადერთხელ გაათავისუფლეს სამსახურიდან. მონეგასკური კლუბიდან მისი გაშვება კი სრულიად ახალის დასაბამი გახდა, რომლის შესახებაც ინგლისში დღემდე ლაპარაკობენ.


არსენ ვენგერის მწვრთნელობიდან მოხსნას წინ უამრავი გარემოება უძღოდა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ფრანგული ფეხბურთი დიდ სკანდალში იყო გახვეული. საფრანგეთის 1992-93 წლების პირველობა, რომლის ჩემპიონობაც მარსელის „ოლიმპიკს“ ჩამოერთვა, „მონაკომ“ მე-3 პოზიციაზე დაასრულა და და მეორეადგილოსანი „პარი სენ-ჟერმენის“ უარის გამო, ჩემპიონთა თასზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც შესანიშნავი ასპარეზობით ნახევარფინალამდე გავიდა. 


შემდეგი სეზონი „წითელ-თეთრებმა“ სუსტად დაიწყეს. ვენგერის გაშვებისას „მონაკო“ ოცგუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზე იყო. გარდა ამისა, მწვრთნელს არსებული სკანდალის გამო ფრანგულ ფეხბურთზე გული ჰქონდა აცრუებული.


იმავე წლის დეკემბერში არსენ ვენგერი იაპონიაში მუშაობასა და „ნაგოია გრამპუს ეითის“ გაწვრთნას დათანხმდა. სხვათა შორის, „ნაგოიას“ ხელმძღვანელებმა რამდენიმე თვით ადრე, ჯერ კიდევ 1994 წლის მუნდიალის მიმდინარეობისას სცადეს მისი გადაბირება.


იმხანად იაპონური საკლუბო ფეხბურთი ტრანსფორმაციას განიცდიდა. სახეცვლილი პროფესიონალური ჩემპიონატი J-ლიგაც ახალი დაარსებული იყო, მდიდარი კომპანიები კი უზარმაზარ თანხებს დებდნენ ტრანსფერებში. გამონაკლისი არც „ნაგოია“ იყო, რომლის მფლობელიც ავტოკონცერნი „ტოიოტა“ გახლდათ.


ვენგერის მისვლისას „ნაგოიას“ რთული პერიოდი ედგა. ნოემბერში მორჩენილი 1994 წლის იაპონიის 12-გუნდიანი ჩემპიონატი გუნდმა ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. გარდა ამისა, სექტემბერში კარიერის დამთავრება მოუწია კლუბის ხმაურიან შენაძენს, ინგლისელ ვარსკვლავს გარი ლინეკერს, რომელმაც ამბიციური იაპონური გუნდის იმედები გაუთავებელი ტრავმების გამო ვერ გაამართლა.


J-ლიგის ახალი სეზონი 1995 წლის მარტამდე არ დაწყებულა. ამან ვენგერს საკმარისი დრო მისცა ძირითადი და სათადარიგო გუნდის მოსამზადებლად. მისი ასისტენტი „ვალანსიენის“ ყოფილი მწვრთნელი ბორო პრიმორაცი გახდა, რომელიც მარსელელთა  კორუფციისა და თაღლითობის ერთ-ერთი მთავარი მამხილებელი იყო. ფრანგი და ბოსნიელი სპეციალისტების მეგობრობა კიდევ ორი ​​ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდა, როდესაც პრიმორაცი ვენგერს „არსენალში“ დამხმარე მწვრთნელად გაყვა.


ახალი ჩემპიონატი „გრამპუსისთვის“ ცუდად დაიწყო, რადგან ლუზერის მენტატილეტის დაძლევა რთული აღმოჩნდა. ვენგერს მიაჩნდა, რომ მის მიერ მიცემულ მითითებებსა და ინსტრუქციებს გუნდი ვერ ასრულებდა. საბედნიეროდ, მეორე დივიზიონი არ არსებობდა და შესაბამისად, კლუბს გავარდნის შიში არ ჰქონდა, რამაც ფრანგ დამრიგებელს მიდგომა შეაცვლევინა: მან ფეხბურთელებს მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისცა.



„ნაგოიამ“ ძალები მოიკრიბა და ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მოპოვებული 15 გამარჯვებით მეოთხე ადგილზე გავიდა. შედეგიანი თამაში მეორე ეტაპზეც გაგრძელდა, სადაც საბოლოოდ, 26 თამაშიდან 17 გამარჯვება საკმარისი აღმოჩნდა მეორე ადგილზე გასასვლელად. „გრამპუსი“ რვა ქულით მხოლოდ „ვერდი კავასაკის“ ჩამორჩა.


არსენ ვენგერი იაპონიის 1995 წლის პირველობის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის წოდება კი „ნაგოიას“ მინდორზე წარმატების მთავარ შემოქმედს, იუგოსლავიელ დრაგან სტოიკოვიჩს ერგო, რომელმაც წინა წელს სწორედ მარსელს დააღწია თავი და იაპონიაში სათამაშოდ გაემგზავრა. სხვათა შორის სერბმა ვარსკვლავმა კარიერის დამთავრებამდე „ნაგოიაში“ ითამაშა (1994-2001 წლები).



კალენდარული წელი გუნდისთვისაც ჯილდოთი დასრულდა: „ნაგოია გრამპუსმა“ ქვეყნის ასოციაციის თასის (იმპერატორის თასი) ფინალში „სანფრეჩე ჰიროშიმას“ სძლია და ისტორიულ ტიტულს დაეუფლა.


არსენ ვენგერის წარმატების საწინდარი ფეხბურთელებისთვის მხოლოდ ზემოთხსენებული თავისუფალი აზროვნების წახალისება არ იყო, მისი თარჯიმნის, გო მურაკამის თქმით, ვენგერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მოთამაშეთა ტექნიკურ უნარებს, პირად ვარჯიშებსა და დიეტას. კვების ბალანსი მისი ფილოსოფიის ქვაკუთხედი იყო და უზრუნველყოფდა, რომ ფეხბურთელები მეტოქეზე უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ყოფილიყვნენ. 



მომდევნო წელს იაპონიის J-ლიგამ სახე იცვალა, 16-გუნდიანი გახდა და ორნაწილად გაყოფის ნაცვლად, საყოველთაოდ მიღებული ფორმატით ჩატარდა. 1996 წლის ჩემპიონატში ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც მაზინიო, ჟორჟინიო, სალვატორე სკილაჩი და ივან ჰაშეკი იყვნენ, საუკეთესო ბომბარდირი კი 23 გატანილი გოლით კაზუიოში მიურა გახდა, რომელიც პროფესიულ ფეხბურთს დღემდე თამაშობს.


J-ლიგის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, 1996 წლის 9 მარტს, არსენ ვენგერის გუნდმა იაპონიის სუპერთასი მოიპოვა, როდესაც დედაქალაქ ტოკიოში „იოკოჰამა მარინოსს“ 2:0 სძლია. 



რაც შეეხება ქვეყნის პირველობას, „ნაგოიამ“ ჩემპიონატში კვლავ მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „კაშიმა ანტლერსს“, რომელიც ნოემბერში გამართულ მეორეხარისხოვან სანტორის თასის ფინალში სტოიკოვიჩის გატანილი „ოქროს გოლით“ 1:0 დაამარცხა.


ხსენებულ დროს არსენ ვენგერი იაპონიაში აღარ მუშაობდა. ფრანგ სპეციალისტს „ნაგოიასთან“ დამშვიდობება სექტემბერში მოუწია, როდესაც იგი ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად დასახელდა.


იაპონიაში გატარებული რისკიანი წელიწადნახევრის მიუხედავად, არსენ ვენგერის გაწეული მუშაობა დადებითად შეფასდა და მან ენობრივი ბარიერისა თუ კულტურული განსხვავების ფონზე ყველასგან პატივისცემა და მადლიერება დაიმსახურა. თავის მხრივ, ამომავალი მზის ქვეყანა ფრანგის ცხოვრებაში გარდამტეხ დროს გამოჩნდა, რამაც უსიამოვნო დროს სამშობლოდან გაღწევის საშუალება მისცა.


„ვენგერმა კლუბში ყველაფერი შეცვალა და ფეხბურთელებს აჩვენა, რომ მათ შეეძლოთ ფეხბურთის თამაშითა და ვარჯიშით სიამოვნების მიღება. რაც მისგან გავიგე და რაც მისგან ვისწავლე, არის ის, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე ფეხბურთი“, - იხსენებდა მოგვიანებით დრაგან სტოიკოვიჩი, რომელიც „ნაგოიაში“ 2008 წელს მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და 2013 წლამდე კლუბთან ერთად ორი ტიტული, ჩემპიონობა და სუპერთასი იზეიმა.



კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

არსენ ვენგერი
იაპონია

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

პოსტეკოგლუ: "ვენგერი? ასეთ სიგიჟეებს ალაპარაკებს ხალხს ტოტენჰემი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პოსტეკოგლუ: "ვენგერი? ასეთ სიგიჟეებს ალაპარაკებს ხალხს ტოტენჰემი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: უელსმა 18-მატჩიანი წაგებათა სერია იაპონიასთან დაასრულა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

VIDEO: უელსმა 18-მატჩიანი წაგებათა სერია იაპონიასთან დაასრულა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი უტა აბე და იაპონური ტრიუმფი

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი უტა აბე და იაპონური ტრიუმფი
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

VIDEO: ორი მსოფლიო ჩემპიონი - ლიპარტელიანისა და აბეს შეხვედრა

•ქართული

ქართული

VIDEO: ორი მსოფლიო ჩემპიონი - ლიპარტელიანისა და აბეს შეხვედრა
•ქართული

ქართული

News image

08 მაი, 2025

პოსტეკოგლუ: "ვენგერი? ასეთ სიგიჟეებს ალაპარაკებს ხალხს ტოტენჰემი"

News image

13 ივლ, 2025

VIDEO: უელსმა 18-მატჩიანი წაგებათა სერია იაპონიასთან დაასრულა

News image

14 ივნ, 2025

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი უტა აბე და იაპონური ტრიუმფი

News image

26 სექ, 2025

VIDEO: ორი მსოფლიო ჩემპიონი - ლიპარტელიანისა და აბეს შეხვედრა