ლივერპულმა სტანდარტულ მდგომარეობებზე მომუშავე მწვრთნელი არონ ბრიგსი გაათავისუფლა.
დღეს მერსისაიდულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა სპეციალისტის წასვლა, რომელიც გუნდში 2024 წლის ივლისიდან მუშაობდა.
მიმდინარე პრემიერ ლიგის გათამაშებაში ლივერპულმა სტანდარტული მდგომარეობიდან(პენალტების გამოკლებით) 12 გოლი გაუშვა — ეს ლიგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უშუალოდ კუთხურებიდან გუნდმა 7 გოლი გაუშვა და ამ მხრივ მხოლოდ ვესტ ჰემს აქვს უარესი შედეგი — 10 გოლი.
საშუალოდ ლივერპული 100 სტანდარტული მდგომარეობიდან 8.2 გოლს უშვებს — ამ მაჩვენებლით უარესი შედეგი მხოლოდ ნოტინგემ ფორესტს აქვს.
ამავდროულად, მერსისაიდელები 100 სტანდარტულიდან მხოლოდ 2.4 გოლს იტანენ, რაც ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია — ნაკლები მხოლოდ ბრაიტონს აქვს.