ლონდონის არსენალის ფეხბურთელებს ბოლო პერიოდში გოლების გატანა განსაკუთრებით უჭირთ. იმდენად, რომ მეტოქეების დახმარებაც სჭირდება.
არტეტას გუნდის მიერ ბოლო გატანილი 6 გოლიდან 4 ავტოგოლით გავიდა.
შაბათს „მეთოფეებმა“ საკუთარ მოედანზე პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ბრაიტონი 2:1 დაამარცხეს. ლონდონელების გამარჯვების გოლი სტუმართა ფორვარდმა ჟორჟინიო რიუტერმა საკუთარ კარში გაიტანა.
Opta-ს მონაცემებით, ზუსტად ამდენივე, ანუ ოთხი ავტოგოლი — ჰქონდა არსენალს მანამდე გატანილ ბოლო 182 გოლში ყველა ტურნირის გათვალისწინებით.
18 ტურის შემდეგ არსენალი ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და მან სიტისთან 2-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს.