VIDEO: არსენალმა ბრაიტონს მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში არსენალმა ემირეითსზე ბრაიტონს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. არტეტას გუნდი მარტინ ოდეგორმა დააწინაურა, რომელმაც სეზონის პირველი გოლი გაიტანა.
52-ე წუთზე არსენალმა ჯორჯინიო რუტერის ავტოგოლით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 64-ე წუთზე დიეგო გომესმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ბრაიტონმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო, მასპინძლებმა კი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
არსენალმა სატურნირო ცხრილის ლიდერობა დაიბრუნა და მდევარ მანჩესტერ სიტის 2 ქულით უსწრებს.