ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა.
ჩელსი — არსენალი
ნიუკასლი — მან სიტი
ნახევარფინალური ეტაპი ამ ტურნირზე ორმატჩიანია — პირველი ნახევარფინალები 14 და 15 იანვარს გაიმართება, საპასუხო კი - 4 და 5 თებერვალს.
1/4 ფინალურ ეტაპზე ჩელსიმ კარდიფი დაამარცხა, არსენალმა კრისტალ პალასი, ნიუკასლმა ფულემი, სიტიმ კი ბრენტფორდი.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ნიუკასლია, რომელმაც გასული სეზონის ფინალში ლივერპულს მოუგო.