ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ლივერპულმა ენფილდზე ვულვზი მიიღო.
მერსისაიდელებმა უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოს მოიპოვეს და ერთწუთიან მონაკვეთში 2 გოლის გატანა შეძლეს.
41-ე წუთზე ანგარიში რაიან გრავენბერხმა გახსნა, 42-ე წუთზე კი ლივერპულში თავისი პირველი გოლი ფლორიან ვირცმა გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
51-ე წუთზე სტუმართა მხრიდან სანტიაგო ბუენომ სხვაობის შემცირება შეძლო, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ლივერპულმა 3 ქულა მოიპოვა.
არნე სლოტის გუნდს ამ მოგების შემდეგ 32 ქულა დაუგროვდა და ლაივ ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. ლიდერ არსენალთან ჩამორჩენა 10 ქულაა.
41' გრავენბერხი 1-0
42' ვირცი 2-0
41' ბუენო 2-1