რეალის და ნაპოლის ყოფილმა შემტევმა, ხოსე კალეხონმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
ამჟამად 38 წლის კალეხონი მესამე დივიზიონის გუნდ მერბალიაში თამაშობს და სეგუნდა ბ-ს ბოლო ტურის მატჩი მის კარიერაში უკანასკნელი იქნება.
კარიერის განმავლობაში კალეხონს ესპანიოლში, რეალში, ნაპოლიში, ფიორენტინასა და გრანადაში აქვს ნათამაშები.
რეალთან ერთად ესპანელმა 2012 წელს ლა ლიგა და სუპერთასი მოიგო. ნაპოლისთან ერთად კი ორჯერ გახდა იტალიის თასის და ერთხელ სუპერთასის გამარჯვებული.
მარბელია სეგუნდა ბ-ში გადარჩენისთვის იბრძვის და ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში მე-3 დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.