ჯერ კიდევ დორტმუნდის ბორუსიადან მოყოლებული, ჯუდ ბელინგემს მხრის პრობლემა აქვს.
ფეხბურთელს მხარი ხშირად უვარდება ხოლმე, რის გამოც სპეციალური სახვევით უწევს თამაში. პრობლემის მოგვარება მხოლოდ ოპერაციით არის შესაძლებელი, რომელსაც ინგლისელი გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ იტარებდა.
როგორც The Athletic იტყობინება, ჯუდი საოპერაციო მაგიდაზე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ დაწვება და მხრის ოპერაციას ჩაიტარებს.
ამის გამო, ფეხბურთელს დაახლოებით 3 თვის გამოტოვება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სეზონის დაწყებიდან დაახლოებით ორი თვე, ბელინგემი რეალის განკარგულებაში არ იქნება.