ატლეტიკო მადრიდის ფორვარდმა, ხულიან ალვარესმა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა და კლუბის სიმბოლოებთან პარალელი გაავლო.
26 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ლა ლიგისთვის მომზადებულ ვიდეოში საკუთარ პერსპექტივებზე ისაუბრა:
„10 წლის შემდეგ, როდესაც 35 წლის ვიქნები, საკუთარ თავს უფრო მეტად ლიდერის და ვეტერანის როლში ვხედავ.
როგორც დღეს არიან ობლაკი, კოკე, გრიზმანი... მათში საკუთარი თავის ანარეკლს ვხედავ — ადამიანს, რომელიც კაპიტნის მოვალეობას ასრულებს“, – განაცხადა ალვარესმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი შემტევი მადრიდულ კლუბში 2024 წლიდან თამაშობს, სადაც სიტიდან გადავიდა, თუმცა ყოველ ზაფხულს არ წყდება საუბრები მის სხვა გუნდში შესაძლო გადასვლაზე.