მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სომხეთთან მატჩის წინ, ვილი სანიოლმა პრესასთან ისაუბრა.
„წარსულში ნაკრებში ყოველთვის იყვნენ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებიც და ისინი დიდ მატჩებშიც იღებდნენ მონაწილეობას, ახლა კი მათი დონე, ჯერჯერობით, ნაკრებს ვერ ერგება. რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა და ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში სიტუაცია შეიცვლება.
ვხვდებით, რომ ეს დერბია და ორივე გუნდს რთული თამაში ელოდება. სომხებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ თავისი ფილოსოფიით, გულშემატკივრებიც მათ მხარეს იქნებიან და ამიტომ, რთულ შეხვედრას ველოდებით.
ჯონ ვანნ ტსხიპს ვიცნობ, მის წინააღმდეგ მითამაშია კიდეც, როცა სხვა გუნდებში ვმუშაობდით. ბოლო 10-15 წლის მანძილზე სომხეთს კარგი ფეხბურთელები ჰყავდა ძლიერი გუნდებიდან, იგივე მხითარიანი. მათი ნაკრების პროგრესს განიცდის. გარდა ამისა, მეზობლები ვართ და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. ამ ნაკრებების დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესო იყო.
ხვალინდელ შეხვედრაში თავს 11 ფეხბურთელით დავიცავთ და ამდენივე ფეხბურთელით შევუტევთ. ბოლო წლებში წარმატებას ერთი სქემით მივაღწიეთ, მაგრამ ფეხბურთი ადგილზე არ დგას, სულ ვითარდება და სრულიად შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში წყობა შევცვალოთ.
როცა ხვიჩა არ გყავს, იგივე წყობით თამში რთულია. კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია, თუმცა ვინც არ უნდა იყოს მოედანზე, მთავარია დისციპლინა, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა, ბოლო თმაშებში კი გუნდურობა დავკარგეთ.
შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს დაღლილობა ეტყობოდა ფიზიკურადაც და მორალურადაც. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვართ და ეს მოედანზეც უნდა ვაჩვენოთ.
ბოლო წლებში გასვლაზეც მიჩვეულები ვართ გულშემატკივართა დიდ მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით კარგად იგრძნობოდა ბელარუსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ამას ძალიან ვაფასებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქომაგები გავახაროთ." - აღნიშნა სანიოლმა.
კიტეიშვილი: "რთულია შევცვალო ისეთი კაპიტანი, როგორიც კაშიაა"
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები