მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან'ტ სხიპმა აიაქსში გიორგი მიქაუტაძესთან ერთად მუშაობაზე ისაუბრა.
„როცა აიაქსში მივედი, მიქაუტაძეს შანსი რამდენჯერმე მივეცი. სამწუხაროდ, საკმარის სათამაშო დროს ვერ ვაძლევდი, რადგან მაშინ სხვა ორი ცენტრფორვარდი, ბრობი და აკპომი გვყავდა, რის გამოც მიქაუტაძეს სხვა პოზიციაზე უწევდა თმაში.
ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ახლა ლიონში ძალიან კარგად თამაშობს, რითაც მოხარული ვარ და სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში არაერთი დიდი მატჩი ჩაატარა, მათ შორის ევრო 2024-ზეც. მზად ვართ, მეტოქეს კარგი თამაში შევთავაზოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვპროგრესირებთ, ფეხბურთელებს მოტივაციას აძლევს." - აღნიშნა სპეციალისტმა.
ვან'ტ სხიპმა სომხეთის ნაკრები წელს ჩაიბარა და საქართველოს ნაკრებთან მატჩში მისი დებიუტი შედგება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები