კვირას, 15 ნოემბერს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩი წინასწარ გაიმართება - თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე სპაერი იბერია 1999-ს დაუპირისპირდება.
32 ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგის ცხრილი ასე გამოიყურება:

2026 წლის სეზონში ეს თბილისური გუნდების მეოთხე დაპირისპირებაა - წინა სამ წრეში ორჯერ იბერიამ იმარჯვა, ხოლო ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა.
პირველი წრის მატჩი 22 აპრილს მიხეილ მესხის სათადარიგო არენაზე გაიმართა და იბერიას გამარჯვებით 2:0 დასრულდა. არწივებმა ორი გოლის გატანა საწყის 17 წუთში მოახერხეს - გიორგი კუციამ პაატა ღუდუშაურის გადაცემა გამოიყენა, ხოლო ბაქარ ქარდავამ ამირან ძაგანიას გაატანინა.

12 ივნისს ლოკომოტივზე გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მე-17 წუთზე ოლივეირას აქტიურობას სტუმრების კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა - ანგარიში ანდრია ბართიშვილმა გახსნა. მატჩის მეორე ნახევარში მეგრელიშვილის კარი ზურაბ გოლუბიანმა აიღო.

დრამატული გამოდგა მესამე წრის მატჩი. 13 სექტემბერს იბერია და სპაერი ერთმანეთს მიხეილ მესხზე 26-ე ტურში შეხვდნენ - მასპინძლებს რთული მატჩი გამოუვიდათ, თუმცა გამარჯვება მაინც მოახერხეს.
მატჩი ტექნიკური ხარვეზის გამო საკმაოდ დიდი ხნით შეწყდა, სწორედ ამიტომ, გიორგი ყრუაშვილმა ძირითად 90 წუთს 15 წუთი დაამატა. შეხვედრის 101-ე წუთზე ჯერ ვაჰიდ სელიმოვიჩმა ითამაშა ბრწყინვალედ, შემდეგ გიორგი ჯინჯოლავამ, ხოლო შეტევა ვახო ბედოშვილმა დააგვირგვინა.

იბერია ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო სპაერი ეროვნულ ლიგაში დასარჩენად. წითლებს ბოლო 5 მატჩში 4 მოგება და ერთი ფრე უფიქსირდებათ, ხოლო სპაერმა ელიგაში ზედიზედ მოუგებელი 16 მატჩის შემდეგ, დინამო ბათუმს სენსაციურად 3:2 სძლია.
შეგახსენებთ, რომ სპაერისა და იბერია 1999-ის მატჩი კვირას, 15 ნოემბერს, 19:00-ზე მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება.