ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის რეალი სტუმრად სოსიედადს დაუპირისპირდა.
შეხვედრა სან სებასტიანში რეალე არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე დანი კარვახალის პასით არდა გიულერმა გაიტანა, რომელმაც ლა ლიგის ამ სეზონში მატჩი სასტარტოდან პირველად დაიწყო.
ანჩელოტის მიერ გამოყვანილი გადახალისებული შემადგენლობის მიუხედავად, რეალმა მინიმალური უპირატესობა შეინარჩუნა, მორიგი 3 ქულა დააგროვა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
33 ტურის შემდეგ რეალი 84 ქულით ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს და ბარსელონას 14 ქულით უსწრებს, რომელიც თავის მატჩს ამ ტურში 29 აპრილს, ვალენსიასთან გამართავს.
დარჩენილ 5 ტურში რეალს ლა ლიგის ჩემპიონობის გასანაღდებლად 4 ქულის დაგროვება სჭირდება, მომავალ ტურში კარლო ანჩელოტის გუნდი 4 მაისს კადისს უმასპინძლებს.
კომენტარები
19 საათის წინ
4 საათის წინ
18 საათის წინ
21 საათის წინ