გამოცემა Give Me Sport-მა 2026 წლის ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტები დაასახელა.
რეიტინგი შედგენილია გოლების რაოდენობის, საგოლე პასების, დაცვითი ფეხბურთელების შემთხვევაში „მშრალი მატჩების“, მოგებული და მოსალოდნელი ტიტულების, 2025/26 წლების სეზონში გადამწყვეტ მომენტებში გავლენისა და საერთო სათამაშო ფორმის გათვალისწინებით.
10. კრიშტიანუ რონალდუ — 17 თამაში, 15 გოლი, 3 საგოლე პასი
9. ლუის დიასი — 23 თამაში, 14 გოლი, 10 საგოლე პასი
8. ვიტინია — 25 თამაში, 5 გოლი, 9 საგოლე პასი
7. ლეო მესი — 49 თამაში, 43 გოლი, 26 საგოლე პასი
6. პედრი — 22 თამაში, 2 გოლი, 7 საგოლე პასი
5. დეკლან რაისი — 28 თამაში, 4 გოლი, 7 საგოლე პასი
4. ლამინ იამალი — 23 თამაში, 9 გოლი, 11 საგოლე პასი
3. ჰარი კეინი — 26 თამაში, 31 გოლი, 4 საგოლე პასი
2. ერლინგ ჰალანდი — 28 თამაში, 26 გოლი, 4 საგოლე პასი
1. კილიან მბაპე — 25 თამაში, 29 გოლი, 5 საგოლე პასი.
ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში მოცემულია 2025/26 სეზონი აგვისტოდან დეკემბრამდე, ლეო მესისთვის კი აღნიშნული სეზონი დეკემბრის ბოლოს, MLS-ის ჩემპიონობით დასრულდა, ამიტომ მოცემულია მისი სრული 2025 წლის სტატისტიკა.