მალტაში გამართულ კლასიკური სამჭიდის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 10 მედლით დაასრულა.
სოფიკო კვანჭიანმა (63 კგ.) ჩაჯდომში 177.5 კგ. ჩათვალა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა წოლჭიმში, აქ მან 115 კგ. დააფიქსირა; ამოწევაში კი 195 კგ. დასძლია, ჯამში 487.5 კგ დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.
ნინო ჭრიკიშვილმა (84 კგ.) ამოწევაში 240 კგ. დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გიორგი გელაშვილმა (59 კგ.) ჩაჯდომში 200 კგ. დასძლია, წოლჭიმში კი ოქროს მედალი მოიპოვა, აქ მან 152.5 კგ. ჩათვალა, რაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს რეკორდია; სპორტსმენმა ამოწევაში 210 კგ. დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სამჭიდის ჯამში კი 562.5 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
თემურ სამხარაძემ (120+ კგ.) ჩაჯდომში 385 კგ. დასძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, წოლჭიმში 210 კგ. ჩათვალა, ამოწევაში კი - 390 კგ. და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, სამჭიდის ჯამში 985 კილოგრამით კი მესამე ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატზე 35 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა. გუნდურ ჩათვლაში ქალთა ნაკრებმა მე-14 ადგილი დაიკავა, მამაკაცთა ნაკრებმა კი - მეათე.