კლეი ტომპსონი, დალას მავერიქსთან კონტრაქტის გამოსყიდვის შემდეგ, მაიამი ჰიტთან გააფორმებს კონტრაქტს - ამის შესახებ ESPN იუწყება.
36 წლის ტომპსონმა და მავერიქსმა მისი მოქმედი კონტრაქტის გამოსყიდვაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
NBA-ის ოთხგზის ჩემპიონს კონტრაქტის ბოლო წელს 17.5 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, თუმცა მან დალასს მკაფიოდ განუცხადა, რომ საჩემპიონო ტიტულისთვის მებრძოლ გუნდში თამაში სურდა.
ჰიტმა NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი ამ ზაფხულს თავისუფალ აგენტებს შორის მთავარ სამიზნედ აქცია.
მაიამის მიზანია, ტომპსონით იანის ანტეტოკუნმპოსა და ბემ ადებაიოს გარშემო შემადგენლობა კიდევ უფრო გააძლიეროს. კლუბი მის გათავისუფლებას თითქმის ორი თვის განმავლობაში ელოდა.
კლეი ტომპსონი 2011-2024 წლებში გოლდენ სტეიტ უორიორსში თამაშობდა, შემდეგ კი კარიერა დალას მავერიქსში გააგრძელა.