ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

,,მან ამ სპორტზე განუზომელი გავლენა მოახდინა" - NBA ლეგენდას ემშვიდობება
კალათბურთიკალათბურთი

,,მან ამ სპორტზე განუზომელი გავლენა მოახდინა" - NBA ლეგენდას ემშვიდობება

11 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ის ისტორიაში გამარჯვებების რაოდენობით მეორე ყველაზე წარმატებული მწვრთნელი დონ ნელსონი, რომელმაც მოთამაშის რანგში ბოსტონ სელტიკსთან ერთად 5-ჯერ მოიგო ჩემპიონობა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.


„ჩვენი საყვარელი მეუღლე, მამა, ბაბუა და დიდი ბაბუა დონ ნელსონი მშვიდად მიებარა უფალს, საყვარელი ოჯახის წევრების გარემოცვაში,“ - ნათქვამია მისი ოჯახის განცხადებაში.


სიცოცხლის ბოლო კვირის განმავლობაში მის გვერდით მეგობრები და ოჯახის წევრები იყვნენ, რომლებიც სიყვარულით ეხვეოდნენ, მის მეგობრობას მადლიერებით იხსენებდნენ და ძვირფას მოგონებებს უზიარებდნენ ერთმანეთს.


ნელსონი NBA-ის ისტორიაში იმ 2 მწვრთნელიდან ერთ-ერთია, რომლებმაც 3 სხვადასხვა გუნდში მინიმუმ 250 გამარჯვება მოიპოვეს.


ეს გუნდებია მილუოკი ბაქსი, დალას მავერიქსი და გოლდენ სტეიტ უორიორსი. ამასთან, სამივე კლუბში მას გენერალური მენეჯერის თანამდებობაც ეკავა.


ნელსონი 3-ჯერ დასახელდა NBA-ის წლის საუკეთესო მწვრთნელად და 31-სეზონიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში პლეი-ოფში 18-ჯერ გავიდა.


ბაქსთან ერთად კონფერენციის ფინალში 3-ჯერ ითამაშა, მავერიქსთან კი - ერთხელ, თუმცა მწვრთნელის რანგში NBA-ის ჩემპიონობა არასდროს მოუგია.


ის მნიშვნელოვანი მენტორი იყო არაერთი კალათბურთელისთვის, რომლებსაც კარიერის საწყის ეტაპზე წვრთნიდა. მათ შორის იყვნენ დირკ ნოვიცკი და სტეფ კარი.


„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უორიორსმა დრაფტზე ამირჩია, დონ ნელსონი იყო. ამბობდნენ, რომ მას ახალბედები დიდად არ უყვარდა, მაგრამ პირველივე დღიდან მომცა შესაძლებლობა, მოედანზე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია მეჩვენებინა,“ - განაცხადა კარიმ.


მან ამ სპორტზე განუზომელი გავლენა მოახდინა და ისტორიაში თამაშის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ დარჩება. ის ნამდვილი ლეგენდაა და ის უამრავ ადამიანს დააკლდება, რომელთა ცხოვრებასაც თავისი ლეგენდარული კარიერის განმავლობაში შეეხო, მათ შორის მეც.


სიყვარულს ვუგზავნი ჯოის, მის ოჯახს და ყველას, ვისაც მისი გაცნობის ბედნიერება ჰქონდა.“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბოსტონი
დალასი
გოლდენ სტეიტი
მილუოკი ბაქსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

კლეი ტომპსონი დალასს ტოვებს - მისი ახალი გუნდი ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

კლეი ტომპსონი დალასს ტოვებს - მისი ახალი გუნდი ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

სტეფ კარის ბოლო წლების გადასარჩენად - ბითაძე ხმაურიან გაცვლაში?

•კალათბურთი

კალათბურთი

სტეფ კარის ბოლო წლების გადასარჩენად - ბითაძე ხმაურიან გაცვლაში?
•კალათბურთი

კალათბურთი

სტეფმა გოლდენთან გაახანგრძლივა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

სტეფმა გოლდენთან გაახანგრძლივა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

12 აგვ, 2026

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია

News image

21 აგვ, 2026

კლეი ტომპსონი დალასს ტოვებს - მისი ახალი გუნდი ცნობილია

News image

15 სექ, 2026

სტეფ კარის ბოლო წლების გადასარჩენად - ბითაძე ხმაურიან გაცვლაში?

News image

26 სექ, 2026

სტეფმა გოლდენთან გაახანგრძლივა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება