VIDEO: მამუკელაშვილის საოცარი მატჩი ყოფილ გუნდთან - ლეიკერსის მორიგი გამარჯვება
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსი მილუოკი ბაქსის დაუპირისპირდა და 123-112 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 32 წუთში 32 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა და ლეიკერსიდან დონჩიჩის მერე საუკეთესო იყო.
ქართველმა 26 წუთში 23 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სანდრომ 7-დან 4 ორქულიანი და 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, მისი ეფექტურობა კი +21 იყო.
აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილმა ზედიზედ მე-2 მატჩში შეძლო 23 ქულის დაგროვება, წინა შემთხვევაში სანდრომ ეს ატლანტა ჰოუქსთან შეძლო.
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა კი 13-დან 11 მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ცხრილის სათავეშია.