იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,გადავწყვიტე სპორტს ჩამოვშორდე" - პორზინგისის ემოციური განცხადება
კალათბურთიკალათბურთი

,,გადავწყვიტე სპორტს ჩამოვშორდე" - პორზინგისის ემოციური განცხადება

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გოლდენ სტეიტ უორიორსის კალათბურთელმა, კრისტაპს პორზინგისმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით კალათბურთისგან დროებით ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღო.


31 წლის კალათბურთელს მიმდინარე სეზონში არ უთამაშია, რადგან ჯანმრთელობის პრობლემის გამო გუნდთან ერთად ვერც მოსამზადებელი შეკრება გაიარა და ვერც წინასასეზონო მატჩებში მიიღო მონაწილეობა.


მანამდე პორზინგისმა გაამხილა, რომ პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი (POTS) დაუდგინდა, თუმცა უორიორსს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ მისი ამჟამინდელი არყოფნა სწორედ ამ დაავადებას უკავშირდება.


მიუხედავად იმისა, რომ პორზინგისს სიტყვა „კარიერის დასრულება“ პირდაპირ არ გამოუყენებია, მან განაცხადა, რომ კალათბურთს ჩამოშორდება და გოლდენ სტეიტთან ერთად შეეცდება ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის პოვნას.


თუმცა მისი გადაწყვეტილება სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე უორიორსში არსებულ მდგომარეობას არ ცვლის.


ESPN-ის ჟურნალისტის, ენტონი სლეიტერის ინფორმაციით, პორზინგისი გოლდენ სტეიტისთვის კვლავ რჩება შესაძლო გაცვლის ნაწილად და კლუბს 11 თებერვლის სატრანსფერო ვადის ამოწურვამდე მისი კონტრაქტის სხვა გუნდში გადაცემის შესაძლებლობა აქვს.


ფრენჩაიზი უკვე აქტიურად განიხილავს სხვადასხვა სატრანსფერო ვარიანტს, რომლებშიც ლატვიელი კალათბურთელის კონტრაქტიც ფიგურირებს.


პორზინგისის 20-მილიონიანი ხელფასი კვლავ აისახება გუნდის სახელფასო ბიუჯეტში, მიუხედავად იმისა, რომ უორიორსი გუნდიდან მისი არყოფნის პერიოდში ანაზღაურებას არ უხდის. ეს გარემოება მის კონტრაქტს მიმზიდველს ხდის იმ კლუბებისთვის, რომლებსაც გრძელვადიანი სახელფასო ვალდებულებების შემცირება სურთ.


პორზინგისი გოლდენ სტეიტს გასული წლის თებერვალში, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს, ატლანტა ჰოუკსიდან შეუერთდა.


„ამ სეზონში ძალიან მსურდა ამ გუნდთან ერთად თამაში, მაგრამ როდესაც დატვირთვების გაზრდა დავიწყე, ჩემი ორგანიზმი ისე არ რეაგირებდა, როგორც ველოდი.


თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ვიცი, რა არის საჭირო უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. ამჟამად იმ კონდიციაში არ ვარ, რომელიც საკუთარი თავისგან მაქვს მოთხოვნილი და რომელიც სასურველ დონეზე თამაშის საშუალებას მომცემდა.


ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ ჩემი ჯანმრთელობა პრიორიტეტად ვაქციო და დროებით ჩამოვშორდე სპორტს, რომელიც ძალიან მიყვარს.


ამ სიტუაციაში მსურს, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო გოლდენ სტეიტ უორიორსის მიმართ და კლუბთან ერთად ვიპოვო გამოსავალი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.


მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან. ასევე უდიდეს მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის.


წინ და მხოლოდ წინ!“ - წერს ლატვიელი კალათბურთელი თავის განცხადებაში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გოლდენ სტეიტი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

26 სექ, 2026

სტეფმა გოლდენთან გაახანგრძლივა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

News image

07 ოქტ, 2026

VIDEO: მამუკელაშვილის სოლიდური მატჩი უორიორსთან - რამდენი ქულა ჩააგდო სანდრომ?

News image

14 ოქტ, 2026

VIDEO: მზადება ახალი სეზონისთვის - სანდრო გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ

News image

31 ოქტ, 2026

VIDEO: სტეფ კარის სიგიჟე დონჩიჩთან და ისტორიული ქამბექი ლეიკერსთან

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

სტეფმა გოლდენთან გაახანგრძლივა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

სტეფმა გოლდენთან გაახანგრძლივა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუკელაშვილის სოლიდური მატჩი უორიორსთან - რამდენი ქულა ჩააგდო სანდრომ?

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუკელაშვილის სოლიდური მატჩი უორიორსთან - რამდენი ქულა ჩააგდო სანდრომ?
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მზადება ახალი სეზონისთვის - სანდრო გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მზადება ახალი სეზონისთვის - სანდრო გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სტეფ კარის სიგიჟე დონჩიჩთან და ისტორიული ქამბექი ლეიკერსთან

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სტეფ კარის სიგიჟე დონჩიჩთან და ისტორიული ქამბექი ლეიკერსთან
•კალათბურთი

კალათბურთი