VIDEO: მამუკელაშვილის სოლიდური მატჩი უორიორსთან - რამდენი ქულა ჩააგდო სანდრომ?
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილმა გოლდენ სტეიტ უორიორსთან 98:124 წაგებულ წინასასეზონო შეხვედრაში 18 წუთი ითამაშა და 15 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
მამუკელაშვილმა თამაშიდან 10-დან 6 სროლა გამოიყენა, მათ შორის სამქულიანების ხაზიდან 4-დან 3 ზუსტად ისროლა.
ლუკა დონჩიჩი (დასვენება) და ოსტინ რივზი (კოჭის ტრავმა) ამ შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ, რის გამოც მამუკელაშვილს შეტევაში მეტი შესაძლებლობა მიეცა.
ლეიკერსის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა სწორედ ქართველმა დააგროვა, გოლდენ სტეიტში კი თავი იაქსელ ლენდებორგმა (17 ქულა), სტეფ კარიმ (16 ქულა) და ბრენდინ პოძიემსკიმ (16 ქულა) მიითვალეს.
ლეიკერსის შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში სანდრომ საკრამენტო კინგსთან 19 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ლეიკერსი პრესეზონის მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს ასევე საკრამენტოს წინააღმდეგ ჩაატარებს.
Sandro Mamukelashvili vs Warriors : 15 PTS 6-10 FG (60%) 3-4 3PT (75%) 3 REB 2 AST 1 BLK Mamu's game is so versatile giving Lakers a little bit of everything even on the defensive end. Seeing Rui Hachimura go to the Clippers hurt, but its clear why JJ Redick wanted Mamu on the Lakers. Quick release from the three and amazing eye for cutters. He could have ended the game with more assists if Lakers would have hit some shots but its clear he is an amazing distributor.