• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა უთხრა ლეიკერსის მწვრთნელმა მამუკელაშვილს?
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

რა უთხრა ლეიკერსის მწვრთნელმა მამუკელაშვილს?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა გასულ ზაფხულს შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა და გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტორონტო რეპტორსის ყოფილი კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის 4-წლიანი, 52-მილიონდოლარიანი კონტრაქტით დამატება იყო.


ეს სასტარტო ხუთეულის მოთამაშისთვის დამახასიათებელი ანაზღაურებაა, ამიტომ აშკარაა, რომ ლეიკერსში მამუკელაშვილის შესაძლებლობებს დიდად ენდობიან და მისგან სერიოზულ გავლენას ელიან.


თუმცა, კონკრეტულად რომელ პოზიციაზე ითამაშებს ქართველი კალათბურთელი, ჯერ კიდევ გასარკვევია. ლეიკერსის მთავარი მწვრთნელი ჯეი ჯეი რედიკი მიიჩნევს, რომ მამუკელაშვილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი უნივერსალურობაა.


„ტრადიციული მე-5 ნომრის პოზიციაზე სათადარიგო წუთები კევონ ლუნისთან ერთად უნდა გავანაწილოთ. გარკვეული დროის განმავლობაში ამ პოზიციაზე მამუც ითამაშებს.


ვფიქრობ, მამუს დამატება შემადგენლობის სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების საშუალებას გვაძლევს მისი უნარებისა და იმის გამო, თუ როგორი კალათბურთელია. მახსოვს, თავისუფალი აგენტის სტატუსში ყოფნისას მასთან საუბარი გვქონდა.


ზუსტად ვერ ვიხსენებ, როგორ ჩამოაყალიბა კითხვა, მაგრამ დაახლოებით ასეთი რამ მკითხა:


სად მხედავთ შემადგენლობაში? რა პოზიციის მოთამაშედ აღმიქვამთ?


მე ვუთხარი:


ახლა პოზიციებზე საუბარი არ დამაწყებინო. პოზიციები არ მიყვარს, მე შენ უბრალოდ კალათბურთელად გხედავ.


ასე რომ, მხოლოდ მისი არსებობაც კი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს უნივერსალურობას“, - განაცხადა რედიკმა ESPN LA-სთან ინტერვიუში.


შეიძლება ითქვას, რომ ლეიკერსის შემადგენლობაში ორი ყველაზე პრობლემური ადგილი სასტარტო მძიმე ფორვარდისა და სათადარიგო ცენტრის პოზიციებია.


განსაკუთრებით საყურადღებოა ცენტრის პოზიცია, რადგან მამუკელაშვილის გარდა, ერთადერთი სხვა ვარიანტი კევონ ლუნია.


თუ უოკერ კესლერს თამაშების გამოტოვება მოუწევს, ლეიკერსს ფარის დაცვასა და მოხსნებში სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას.


თუ მამუკელაშვილი ცენტრის პოზიციაზე არ ითამაშებს, მას შესაძლოა გარკვეული წუთები მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც მიეცეს.


თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა ქართველი კალათბურთელი რედიკის სასტარტო ხუთეულში.


ლეიკერსის მწვრთნელი ხშირად იყენებს დაბალი ხუთეულით თამაშის ტაქტიკას, ხოლო 6 ფუტი და 9 ინჩი (დაახლოებით 206 სმ) სიმაღლის მამუკელაშვილი, რომელსაც პერიმეტრიდან სროლაც შეუძლია, ამ მხრივ გუნდისთვის საკმაოდ საინტერესო ვარიანტი შეიძლება გახდეს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლოს ანჯელეს ლეიკერსი
სანდრო მამუკელაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რა უთხრა ლუკა დონჩიჩმა სანდრო მამუკელაშვილს?

•კალათბურთი

კალათბურთი

რა უთხრა ლუკა დონჩიჩმა სანდრო მამუკელაშვილს?
•კალათბურთი

კალათბურთი

მამუკელაშვილის მადლობა დონჩიჩს და ახალი სეზონის მოლოდინები

•კალათბურთი

კალათბურთი

მამუკელაშვილის მადლობა დონჩიჩს და ახალი სეზონის მოლოდინები
•კალათბურთი

კალათბურთი

გოგა და სანდრო ერთად ლეიკერსში?

•კალათბურთი

კალათბურთი

გოგა და სანდრო ერთად ლეიკერსში?
•კალათბურთი

კალათბურთი

,,შესანიშნავი შეგრძნებაა" - მამუკელაშვილის პირველი მედია დღე ლეიკერსში

•კალათბურთი

კალათბურთი

,,შესანიშნავი შეგრძნებაა" - მამუკელაშვილის პირველი მედია დღე ლეიკერსში
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

03 სექ, 2026

რა უთხრა ლუკა დონჩიჩმა სანდრო მამუკელაშვილს?

News image

09 სექ, 2026

მამუკელაშვილის მადლობა დონჩიჩს და ახალი სეზონის მოლოდინები

News image

16 სექ, 2026

გოგა და სანდრო ერთად ლეიკერსში?

News image

2 სთ წინ

,,შესანიშნავი შეგრძნებაა" - მამუკელაშვილის პირველი მედია დღე ლეიკერსში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება