სანდრო მამუკელაშვილმა გაამხილა, თუ რა უთხრა მას ლუკა დონჩიჩმა.
ლუკა თავად დამიკავშირდა. მითხრა, რომ ძალიან უხარია ჩემი გუნდში ყოფნა და ერთი სული აქვს, როდის დავიწყებთ ერთად მუშაობას.
მე ვუთხარი: „ახლავე დარბაზში მივდივარ და მილიონ სამქულიანს ვისვრი, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ მზად ვარ“.
სიტყვასიტყვით ასეთი საუბარი გვქონდა.“ - ქართველი კალათბურთელის სიტყვებს ლეიკერსის ინსაიდერი ჟურნალისტი, რაიან უორდი, ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორსიდან კარიერას ლოს ანჯელეს ლეიკერსში გააგრძელებს, სადაც მისი თანაგუნდელი სლოვენიელი სუპერვარსკვლავი იქნება.
,,მეგობრები, რომლებმაც ოცნება აისრულეს" - ემოციური ისტორია მამუკელაშვილზე