სანდრო მამუკელაშვილი ლოს-ანჯელესში ჩავიდა და ESPN-ის ჟურნალისტთან, დეონდრე ჰოკინსთან ინტერვიუში სლოვენიაში ვიზიტსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, ზაფხულში ლეიკერსის კალათბურთელები ლუკა დონჩიჩის სტუმრები იყვნენ და სლოვენია დაათვალიერეს, რამაც, ქართველი ფორვარდის თქმით, ახალწვეულებს ერთმანეთის გაცნობაში ძალიან შეუწყო ხელი.
მამუკელაშვილმა აღნიშნა:
დიდი მადლობა ლუკას. ორგანიზაციამ ყველაფერი ფანტასტიკურად დაგეგმა, ბევრი მშვენიერი ადგილი გვიჩვენეს, ლისაბონის მსგავსად, ლიუბლიანაც ძალიან, ძალიან ლამაზი ქალაქია. ერთმანეთის გასაცნობად ეს აუცილებელი იყო.
მამუკელაშვილმა გასული სეზონიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ლეიკერსამდე ბაქსში, სპურსსა და რეპტორსში თამაშობდა, ხოლო წინა წელს NBA-ში კარიერის საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა - საშუალოდ 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა.
მან ასევე ლებრონ ჯეიმსის ვაჟზე, ბრონიზეც ილაპარაკა და აღნიშნა:
ბრონიზე ბევრი რამ მსმენია. ის კარგი კალათბურთელია. მოუთმენლად ველოდები ლუკას, ოსტინისა და ბრონის გვერდით მოედანზე გამოსვლას.