ლოს ანჯელეს ლეიკერსის მთავარმა მწვრთნელმა ჯეი ჯეი რედიკმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა და ქართველი კალათბურთელის უნივერსალურობასა და შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი.
რედიკმა აღნიშნა:
ვიდრე სანდროსთან კონტრაქტს გავაფორმებდით, სანდროს ვესაუბრე. მკითხა, გუნდში ჩემს ადგილს როგორ ხედავო. მოკლედ ვუპასუხე: შენ კალათბურთელი ხარ. მამუკელაშვილი უნივერსალური კალათბურთელია. სიტუაციის მიხედვით სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას ცენტრადაც ვხედავ და უკანახაზელადაც. მას შეუძლია ბურთი მიიღოს და ფართან დრიბლინგით მივიდეს. ეს თვისება ბევრი კალათბურთელისგან გამოარჩევს.
რედიკის თქმით, სანდროს მრავალმხრივი უნარები გუნდის თამაშს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და კალათბურთელს მოედანზე განსაკუთრებული როლი აკისრია.