VIDEO: მამუკელაშვილის დებიუტი ლეიკერსში - რა სტატისტიკა ჰქონდა სანდროს?
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა პრესეზონის პირველი მატჩი გამართა და საკრამენტო კინგსი 127-103 დაამარცხა.
ლეიკერსის შემადგენლობაში შედგა სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი, რომელმაც 19 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ქართველმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
რა თქმა უნდა, ლეიკერსს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 16 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
სლოვენიელმა ერთი შედეგიანი პასი მამუკელაშვილსაც გაუკეთა, რომელმაც კუთხიდან სამქულიანი ზუსტად გამოიყენა.
ლეიკერსი პრესეზონის მომდევნო მატჩს 7 ოქტომბერს, გოლდენ სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ გამართავს.
Sandro Mamukelashvili vs Kings 8PTS-1REB-5AST-2STL-3/8FG-2/4 3PT https://t.co/2lzbnMxsRD