• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სტეფმა გოლდენთან გაახანგრძლივა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია
კალათბურთიკალათბურთი

სტეფმა გოლდენთან გაახანგრძლივა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გოლდენ სტეიტის ვარსკვლავი სტეფ კარი კლუბთან კონტრაქტის ორი წლით, 116 მილიონ დოლარად გახანგრძლივებაზე შეთანხმდა.


ESPN-ის წყაროების ცნობით, ხელშეკრულება 2028/29 წლების სეზონისთვის მოთამაშის ოფციასაც ითვალისწინებს.


38 წლის კარიმ 2025/26 წლების სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 41 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ის მოედანზე საშუალოდ 30.9 წუთს ატარებდა და 26.6 ქულას, 4.7 შედეგიან გადაცემას, 3.6 მოხსნასა და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა.


კარი კარიერაში მე-12-ედ აირჩიეს NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის.


2025/26 წლების სეზონში კარიმ 39 შეხვედრა გამოტოვა, მათ შორის 27 - მარჯვენა მუხლის პატელოფემორალური ტკივილის სინდრომის, ანუ ძვლის დაჟეჟილობის გამო.


„გოლდენ სტეიტში“ გატარებული კლუბის სარეკორდო 17 სეზონის განმავლობაში კარის კარიერული საშუალო მაჩვენებლებია: 24.8 ქულა, 6.3 შედეგიანი გადაცემა, 4.7 მოხსნა, 1.5 ჩაჭრა და 34.0 წუთი.


მან 1 069 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 1 061 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.


კარი NBA-ის 75-ე საიუბილეო გუნდის წევრი და All-NBA-ის 11-გზის წევრია. ის NBA-ის ისტორიაში რეგულარულ სეზონში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით ყველა დროის ლიდერია - 4 248 ზუსტი სამქულიანი, 42.2%-იანი სიზუსტით. ამასთან, მას პლეი-ოფების რეკორდიც ეკუთვნის - 650 სამქულიანი 39.7%-იანი სიზუსტით.


კარი NBA-ის ისტორიაში საჯარიმო ტყორცნების სიზუსტითაც პირველ ადგილზეა - კარიერაში შესრულებული 4 645 საჯარიმოს 91.2% ზუსტად გამოიყენა.


ის გოლდენ სტეიტის ისტორიაში ყველა დროის ლიდერია ქულებით (26 528), ზუსტი ტყორცნებით თამაშიდან (9 022), შედეგიანი გადაცემებით (6 743), ჩაჭრებით (1 602) და ჩატარებული მატჩებით (1 069).


2022 წლის NBA-ის ფინალების MVP უორიორსს 4 საჩემპიონო ტიტულის მოგებაში დაეხმარა - 2015, 2017, 2018 და 2022 წლებში.


მისი ლიდერობით გუნდმა NBA-ის ფინალში 6-ჯერ ითამაშა (2015-2019 და 2022), პლეი-ოფში 10-ჯერ გავიდა (2013-2019, 2022-23 და 2024-25), ხოლო 2015/16 წლების სეზონში NBA-ის რეკორდი დაამყარა - რეგულარულ სეზონში 73 გამარჯვება მოიპოვა.


კარიმ ზედიზედ ორჯერ მოიგო NBA-ის MVP-ის ჯილდო - 2014/15 და 2015/16 წლების სეზონებში. ამასთან, ის ლიგის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც MVP-ის ჯილდო ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, ერთსულოვნად მოიგო - ეს 2015/16 წლების სეზონში მოხდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გოლდენ სტეიტი
სტეფ კარი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

ჰარდენმა ახალი კონტრაქტი შეათანხმა და ელიტურ სიას შეუერთდა

•კალათბურთი

კალათბურთი

ჰარდენმა ახალი კონტრაქტი შეათანხმა და ელიტურ სიას შეუერთდა
•კალათბურთი

კალათბურთი

სტეფ კარის ბოლო წლების გადასარჩენად - ბითაძე ხმაურიან გაცვლაში?

•კალათბურთი

კალათბურთი

სტეფ კარის ბოლო წლების გადასარჩენად - ბითაძე ხმაურიან გაცვლაში?
•კალათბურთი

კალათბურთი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი

•კალათბურთი

კალათბურთი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

12 აგვ, 2026

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია

News image

20 აგვ, 2026

ჰარდენმა ახალი კონტრაქტი შეათანხმა და ელიტურ სიას შეუერთდა

News image

15 სექ, 2026

სტეფ კარის ბოლო წლების გადასარჩენად - ბითაძე ხმაურიან გაცვლაში?

News image

3 სთ წინ

ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება