გოლდენ სტეიტ უორიორსის ლეგენდამ, სტეფ კარიმ, ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც 62,58 მილიონ დოლარს მიიღებს.
კარიერაში ჯამურად გამომუშავებული 592 მილიონით ის NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა.
მან გადაასწრო ლებრონ ჯეიმსს (598 მლნ), კევინ დურანტს (543 მლნ), პოლ ჯორჯსა (519 მლნ) და კავაი ლეონარდს (430 მლნ).
გუნდის გაძლიერებისა და სახელფასო ფონდის გამოთავისუფლების მიზნით, კარიმ საკუთარი ხელფასი 3,6-4,7 მილიონით შეამცირა.
39 წლის მოთამაშე გოლდენ სტეიტში მეთვრამეტე სეზონს იწყებს. გასულ გათამაშებაში მან 116 მატჩში საშუალოდ 26,6 ქულა, 4,3 მოხსნა და 136 გადაცემა დააგროვა. მისი ხელშეკრულება 2026 წლის მარტში იწურება.
სტეფმა გოლდენთან გაახანგრძლივა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია