• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
სტივ კერის ემოციური მიმართვა სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინს
კალათბურთიკალათბურთი

სტივ კერის ემოციური მიმართვა სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინს

18 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გოლდენ სტეიტ უორიორსის სეზონი ოფიციალურად დასრულდა.


ახლა იწყება ისეთი პერიოდი, რომელშიც NBA-ის ბოლო ათწლეულის ყველაზე წარმატებულ გუნდს რამდენიმე რთულ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.


სტეფ კარი 38 წლისაა. დრეიმონდ გრინი 36 წლისაა. სტივ კერის კონტრაქტი კი ახლახან ამოიწურა. შესაძლოა, უორიორსი მნიშვნელოვნად შეიცვალოს 2026-27 წლების სეზონის დაწყებამდე და კერი, როგორც ჩანს, ამას აცნობიერებდა, როცა ფინიქს სანსთან პლეი-ინის ტურნირში მათი სეზონის დამამთავრებელი მარცხის ბოლო წამებს უყურებდა.


მას შემდეგ, რაც გრინი დაჯარიმდა და თამაში დაასრულა, კერმა ერთდროულად მოხვია მას და კარის ხელი და რამდენიმე სიტყვა უთხრა მოთამაშეებს, რომლებსაც 2014 წლიდან წვრთნის.


არ ვიცი, რა მოხდება შემდეგ, მაგრამ თქვენ ძალიან მიყვარხართ. მადლობა. ვაფასებ ყველაფერს.


ამ სიტყვებმა აშკარად იმოქმედა კომენტატორ დირკ ნოვიცკიზე, რომელმაც ემოციურად აღნიშნა: „ის კავშირი, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდება, ოჯახივითაა. … ეს ძალიან ლამაზი მომენტი იყო.“


კარი, სავარაუდოდ, გუნდს არ დატოვებს, მაგრამ გრინს მომავალი სეზონისთვის მოთამაშის ოფცია აქვს და თუ მას გამოიყენებს, ტრანსფერის კანდიდატად განიხილება. ამასთან, კერმა ღიად აღიარა, რომ უორიორსმა შესაძლოა მთავარი მწვრთნელის შეცვლაც განიხილოს:


„ერთი-ორი კვირა დავისვენებ და შემდეგ დავჯდები და ვისაუბრებთ. ყოველთვის გვქონდა შესანიშნავი თანამშრომლობა და პარტნიორობა და ვნახავთ, ისინი რას ფიქრობენ, მე რას ვფიქრობ. ვისაუბრებთ იმაზე, რა არის შემდეგი უორიორსისთვის, რა არის გეგმა და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ ვიცი, რა მოხდება.


მე ჯერ კიდევ მიყვარს მწვრთნელობა, მაგრამ მესმის, რომ ამ სამუშაოებსაც აქვთ ვადა. არის პერიოდი, როცა ყველაფერი მუშაობს და ზოგჯერ საჭიროა ახალი ენერგია და იდეები.


თუ ასე იქნება, მე მხოლოდ მადლიერი ვიქნები იმ უდიდესი შესაძლებლობისთვის, რაც მქონდა - გამეწვრთნა ეს გუნდი, გამეწვრთნა სტეფ კარი, დრეი და მთელი ეს ჯგუფი, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად სან-ფრანცისკოში. შეიძლება ეს გაგრძელდეს, შეიძლება არა. ამ ეტაპზე არ ვიცი.“


გრინმაც ისაუბრა შესაძლო წასვლაზე და თქვა: „ვიმედოვნებ, საკმარისი გავაკეთე იმისთვის, რომ აქ დავრჩე.“


მას შემდეგ, რაც უორიორსმა კერი 2014 წელს მთავარ მწვრთნელად დანიშნა, გუნდმა რეგულარულ სეზონსა და პლეიოფებში ერთად 708-401 ბალანსი დააგროვა, 8-ჯერ გავიდა პლეიოფებში, 6-ჯერ მიაღწია NBA-ის ფინალს და 4-ჯერ მოიგო ჩემპიონობა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გოლდენ სტეიტი
სტეფ კარი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გოლდენ სტეიტი იანისს შეეშვა და პორზინგისს იმატებს

•კალათბურთი

კალათბურთი

გოლდენ სტეიტი იანისს შეეშვა და პორზინგისს იმატებს
•კალათბურთი

კალათბურთი

NBA-ის ყველაზე გაყიდვადი მაისურების ტოპ 15

•კალათბურთი

კალათბურთი

NBA-ის ყველაზე გაყიდვადი მაისურების ტოპ 15
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: უბერებელი სტეფი - გოლდენ სტეიტმა კლიპერსი დაამარცხა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: უბერებელი სტეფი - გოლდენ სტეიტმა კლიპერსი დაამარცხა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ფინიქსი შემდეგ ეტაპზე - პლეიოფი სტეფის გარეშე

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ფინიქსი შემდეგ ეტაპზე - პლეიოფი სტეფის გარეშე
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

05 თებ, 2026

გოლდენ სტეიტი იანისს შეეშვა და პორზინგისს იმატებს

News image

13 აპრ, 2026

NBA-ის ყველაზე გაყიდვადი მაისურების ტოპ 15

News image

16 აპრ, 2026

VIDEO: უბერებელი სტეფი - გოლდენ სტეიტმა კლიპერსი დაამარცხა

News image

18 აპრ, 2026

VIDEO: ფინიქსი შემდეგ ეტაპზე - პლეიოფი სტეფის გარეშე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება