• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გრინი თავისუფალი აგენტია - ლებრონისთვის უორიორსის კარი იხსნება
კალათბურთიკალათბურთი

გრინი თავისუფალი აგენტია - ლებრონისთვის უორიორსის კარი იხსნება

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გოლდენ სტეიტ უორიორსის მომავლის გარშემო არსებული გაურკვევლობის ფონზე, გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა თავისუფალი აგენტი ხდება.


ESPN-ის ინფორმაციით, გოლდენ სტეიტის ფორვარდმა დრეიმონდ გრინმა უარი თქვა 27.7 მილიონი დოლარის ღირებულების მოთამაშის ოფციაზე და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.


ეს ნაბიჯი უორიორსს მეტ ფინანსურ მოქნილობას აძლევს, რათა თავისუფალი აგენტის ბაზარზე ლებრონ ჯეიმსის დამატება სცადოს და ასევე ენტონი დევისის გაცვლის გზით გადაბირება, რის შედეგადაც გუნდმა შესაძლოა „დიდი ოთხეული“ ჩამოაყალიბოს.


მიუხედავად იმისა, რომ გრინის მომავალი უორიორსში სრულად გარანტირებული აღარ არის, ოფციაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ მისი დრო გოლდენ სტეიტში დასრულდა.


NBA-ს ინსაიდერებმა მარკ სტეინმა და ჯეიკ ფიშერმა აპრილში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უორიორსის სურვილია გრინმა უარი თქვას არსებულ ოფციაზე და გააფორმოს უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი დაბალი წლიური ანაზღაურებით.


თუ ეს მოხდება, გოლდენ სტეიტი სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის დამატებით ფინანსურ მოქნილობას მიიღებს.


36 წლის გრინმა გასულ სეზონში საშუალოდ მატჩში 8.4 ქულა, 5.5 მოხსნა და 5.5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.


მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ არის ის „წლის საუკეთესო მცველი“ და ყველა ვარსკვლავის მატჩის დონის მოთამაშე, როგორიც კარიერის პიკში იყო, გრინი კვლავ ძალიან სასარგებლო კალათბურთელია და გუნდისთვის მნიშვნელოვანი აქტივი რჩება.


ახლა მთავარი კითხვა ისაა, დარჩება თუ არა გრინი გოლდენ სტეიტში, თუ კარიერაში პირველად სხვა გუნდთან გააფორმებს კონტრაქტს.


მაისში მან განაცხადა, რომ საკუთარი თავი სხვა ფრენჩაიზში ვერ წარმოუდგენია, თუმცა შესაძლოა საკმარისად მიმზიდველმა შეთავაზებამ მისი გადაწყვეტილება შეცვალოს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გოლდენ სტეიტი
ლებრონ ჯეიმსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვის მისცა მაიკლ ჯორდანმა მის ეპოქაში თამაშის ნებართვა?

•კალათბურთი

კალათბურთი

ვის მისცა მაიკლ ჯორდანმა მის ეპოქაში თამაშის ნებართვა?
•კალათბურთი

კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: „არ ვიცი, რა მელის მომავალში“

•კალათბურთი

კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: „არ ვიცი, რა მელის მომავალში“
•კალათბურთი

კალათბურთი

მხოლოდ 7 ფეხბურთელი - 2026 წლის 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მხოლოდ 7 ფეხბურთელი - 2026 წლის 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უორიორსს ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის დამატება სურს

•კალათბურთი

კალათბურთი

უორიორსს ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის დამატება სურს
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

09 მაი, 2026

ვის მისცა მაიკლ ჯორდანმა მის ეპოქაში თამაშის ნებართვა?

News image

12 მაი, 2026

ლებრონ ჯეიმსი: „არ ვიცი, რა მელის მომავალში“

News image

22 მაი, 2026

მხოლოდ 7 ფეხბურთელი - 2026 წლის 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

News image

10 სთ წინ

უორიორსს ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის დამატება სურს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება