• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
უარი მილიონებსა და სტეფ კარის: რატომ ფილადელფია?
კალათბურთიკალათბურთი

უარი მილიონებსა და სტეფ კარის: რატომ ფილადელფია?

26 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მეფის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. 41 წლის ლებრონ ჯეიმსი კარიერის ბოლო, მეხუთე საჩემპიონო ბეჭდის მოსაგებად ფილადელფია სიქსერსში გადადის.


ლეიკერსის დატოვების შემდეგ, NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელმა გოლდენ სტეიტის, მაიამისა და კლივლენდის შეთავაზებები დაბლოკა და აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერგუნდის შექმნა გადაწყვიტა.

ფილადელფია ამ ზაფხულს ნამდვილი მონსტრი გახდა. პოლ ჯორჯის სანაცვლოდ ჯეილენ ბრაუნის დამატების შემდეგ, ლებრონის მისვლა სიქსერსს ლიგის ყველაზე საშიშ შემტევ ძალად აქცევს. ჯეიმსი, ბრაუნი, ჯოელ ემბიიდი და ტაირის მაქსი - ეს კვარტეტი, ახალბედა ვარსკვლავ VJ ეჯკომბთან ერთად, ფილადელფიას 1983 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად აქცევს.

ყველაზე შოკისმომგვრელი ამ ტრანსფერში ფინანსური დეტალებია. ლებრონი სიქსერსში, ფაქტობრივად, კაპიკებში ითამაშებს. იმის გამო, რომ ფილადელფიას სახელფასო ჭერი სრულად შევსებული აქვს, ჯეიმსი ვეტერანის მინიმუმს, 2-წლიან და 8-მილიონიან კონტრაქტს დასჯერდა. ამას გარდა, ამერიკული მედიის ცნობით, ლებრონი საცხოვრებლად ნიუ-იორკში დარჩება და ფილადელფიაში ვარჯიშებსა და თამაშებზე ივლის.

ამ ტრანსფერმა სერიოზულად დააზარალა კონკურენტები. გოლდენ სტეიტს სტეფ კარის ფაქტორმა და ლებრონის კალიფორნიაში დარჩენის პერსპექტივამაც ვერ უშველა - ჯეიმსმა კარგად დაინახა, რომ ტრავმირებული ჯიმი ბატლერისა და დასუსტებული უორიორსის იმედად დასავლეთ კონფერენციაში შანსი არ ექნებოდა. ხელმოცარული დარჩა მაიამიც, რომელსაც იანის ანტეტოკუნმპოს გვერდით მთავარი გამთამაშებლის მოყვანა სურდა.


ახლა მთელი ყურადღება ფილადელფიისკენაა მიმართული - გაამართლებს თუ არა ეს ისტორიული რისკი?

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ლებრონ ჯეიმსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,მადლობა, ლებრონ" - ლეიკერსი მეფეს დაემშვიდობა

•კალათბურთი

კალათბურთი

,,მადლობა, ლებრონ" - ლეიკერსი მეფეს დაემშვიდობა
•კალათბურთი

კალათბურთი

NBA-ის კომისარი: "მინდა, რომ ლებრონმა გადაწყვეტილება მალე მიიღოს"

•კალათბურთი

კალათბურთი

NBA-ის კომისარი: "მინდა, რომ ლებრონმა გადაწყვეტილება მალე მიიღოს"
•კალათბურთი

კალათბურთი

რატომ გამოაქვეყნა მაიამი ჰიტმა ლებრონის პრესკონფერენციის ბმული?

•კალათბურთი

კალათბურთი

რატომ გამოაქვეყნა მაიამი ჰიტმა ლებრონის პრესკონფერენციის ბმული?
•კალათბურთი

კალათბურთი

სად გადადის მეფე? ლებრონმა გადაწყვეტილება გამოაცხადა

•კალათბურთი

კალათბურთი

სად გადადის მეფე? ლებრონმა გადაწყვეტილება გამოაცხადა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

30 ივნ, 2026

,,მადლობა, ლებრონ" - ლეიკერსი მეფეს დაემშვიდობა

News image

17 ივლ, 2026

NBA-ის კომისარი: "მინდა, რომ ლებრონმა გადაწყვეტილება მალე მიიღოს"

News image

22 ივლ, 2026

რატომ გამოაქვეყნა მაიამი ჰიტმა ლებრონის პრესკონფერენციის ბმული?

News image

24 ივლ, 2026

სად გადადის მეფე? ლებრონმა გადაწყვეტილება გამოაცხადა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება