ჯეიმს ჰარდენი კლივლენდ კავალიერსში დასარჩენად ახალ, სამწლიან, 97 მილიონ დოლარიან კონტრაქტზე შეთანხმდა.
NBA-ის ინსაიდერის, შამს ჩარანიას ცნობით, ხელშეკრულება მოთამაშის ოფციასა და გაცვლის შემთხვევაში დამატებით ფინანსურ ბონუსს (trade kicker) ითვალისწინებს.
ამის შესახებ ჰარდენის აგენტებმა, Equity Sports-ის წარმომადგენლებმა მაიკ სილვერმანმა, ტროი პეინმა და ბრენდონ გრირმა, ESPN-ს განუცხადეს.
ახალი კონტრაქტის შემდეგ ჰარდენის კარიერული შემოსავალი 511 მილიონ დოლარს მიაღწევს. ის NBA-ის ისტორიაში მე-4 მოთამაშე გახდება, რომლის კარიერულმა შემოსავალმაც 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ამ სიაში ასევე არიან ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი და სტეფ კარი.
ჰარდენს 26 აგვისტოს, 37 წელი შეუსრულდება. კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ ის NBA-ის ისტორიაში მხოლოდ მე-2 მოთამაშე გახდება, რომელმაც 37+ წლის ასაკში 90 მილიონ დოლარზე მეტი გარანტირებული ანაზღაურების კონტრაქტი გააფორმა. პირველი ლებრონ ჯეიმსია.