აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კალათბურთის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი ამერიკის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და უმკაცრესად გააკრიტიკა.
სკანდალი ფილადელფია სიქსერსისა და ნიუ იორკ ნიქსის სეზონის სადებიუტო მატჩის წინ აგორდა.ჰიმნის შესრულების დროს ლებრონმა სერიოზულად დგომის ნაცვლად, გოლფის თამაშისა და კალათბურთის სროლების იმიტაცია დაიწყო.
ამ ფაქტს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოეხმაურა. მან კალათბურთელს ცუდი ადამიანი და სრულიად სამარცხვინო პიროვნება უწოდა. ტრამპის განცხადებით, ლებრონმა დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ამერიკელ გმირებსა და მეომრებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის დროშასა და ღირებულებებს შესწირეს.
თავად ფილადელფია სიქსერსის მოთამაშეს ამ ბრალდებებზე პასუხი ჯერ არ გაუცია. სპორტულ ღონისძიებებზე ჰიმნის დროს გამოხატული ქცევები ამერიკაში ბოლო წლებში სერიოზულ პოლიტიკურ დაპირისპირებად იქცა. თავად ტრამპს და ჯეიმსსაც წარსულში არაერთხელ გაუცვლიათ მწვავე რეპლიკები, კალათბურთელმა მას რასისტების წამახალისებელი უწოდა, ხოლო ტრამპმა ლებრონის ინტელექტუალური შესაძლებლობები ეჭვქვეშ დააყენა.