• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სტეფ კარის ბოლო წლების გადასარჩენად - ბითაძე ხმაურიან გაცვლაში?
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

სტეფ კარის ბოლო წლების გადასარჩენად - ბითაძე ხმაურიან გაცვლაში?

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის გიჟური offseason-ის შემდეგ სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, თუმცა წარსულში NBA-ს სექტემბერსა და ოქტომბერშიც არაერთი მოულოდნელი ტრანსფერი შემოუთავაზებია.


ამასთან, ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფრენჩაიზმა ბოლო რამდენიმე თვე საკმაოდ პასიურად გაატარა, მაშინ როდესაც მის შემადგენლობაში კვლავ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი თამაშობს.


გოლდენ სტეიტ უორიორსი ვალდებულია, სტეფ კარის კარიერის დასრულებამდე არსებული აქტივები გამოიყენოს და გუნდი გააძლიეროს. ამავდროულად, აღმოსავლეთ კონფერენციაში არის გუნდი, რომელმაც მოლოდინები ვერ გაამართლა და ფორვარდის პოზიციაზე გარკვეული გადატვირთულობაც აქვს.


ამერიკული Bleacher Report განიხილავს, როგორ შეიძლება უორიორსმა და ორლანდო მეჯიქმა ერთმანეთის ინტერესები დააკმაყოფილონ და როგორ შეიძლება ამ გარიგებაში მესამე გუნდად მილუოკი ბაქსიც ჩაერთოს.


უორიორსი მიიღებს: პაოლო ბანკეროს, ეი ჯეი გრინსა და გოგა ბითაძეს.


უორიორსი დათმობს: ჯიმი ბატლერს, იაქსელ ლენდებორგს, 2027, 2029 და 2033 წლების პირველი რაუნდის დრაფტ-პიკებს.


მეჯიქი მიიღებს: ჯიმი ბატლერს, იაქსელ ლენდებორგსა და გოლდენ სტეიტის 2027, 2029 და 2033 წლების პირველი რაუნდის დრაფტ-პიკებს.


მეჯიქი დათმობს: პაოლო ბანკეროს, უენდელ კარტერ უმცროსსა და გოგა ბითაძეს.


ბაქსი მიიღებს: უენდელ კარტერ უმცროსს.


ბაქსი დათმობს: ეი ჯეი გრინს.


ამჟამინდელი შემადგენლობით უორიორსს ჩემპიონობისთვის ბრძოლის ძალიან მცირე შანსი აქვს. გუნდი ამ მდგომარეობაში დიდწილად იმიტომ აღმოჩნდა, რომ offseason-ის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები თითქმის არ განუხორციელებია. ამ შემადგენლობით სეზონის დაწყება კი 38 წლის სტეფ კარის მიმართ უსამართლოდ გამოიყურება.


სწორედ კარიმ აქცია უორიორსი პრესტიჟულ ფრენჩაიზად, ოთხ ჩემპიონობამდე მიიყვანა და თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ორგანიზაციის ერთგული დარჩა.


მისი კარიერის ბოლო წლების მხოლოდ პლეი-ინის საგზურისთვის ბრძოლაში გატარება არასწორი იქნებოდა.


მართალია, პაოლო ბანკეროს დამატება გოლდენ სტეიტს ავტომატურად ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ვერ აქცევს, მაგრამ ეს მაინც აჩვენებდა კარის, რომ კლუბის ხელმძღვანელობა გაძლიერებას ცდილობს.


ამასთან, ბანკერო გაზრდიდა გუნდის პლეი-ოფში მოხვედრის შანსებს და უორიორსს მისცემდა პოტენციურ ვარსკვლავს, რომლის გარშემოც კარის კარიერის დასრულების შემდეგ გუნდის აშენება იქნებოდა შესაძლებელი.


ბანკეროსთან ერთად ეი ჯეი გრინის სროლის უნარისა და გოგა ბითაძის სახით წინა ხაზზე დამატებითი სიღრმის მიღება ნამდვილად შეიძლება ღირდეს ჯიმი ბატლერის ვადაგასული კონტრაქტის, ახალგაზრდა ფორვარდ იაქსელ ლენდებორგისა და რამდენიმე პირველი რაუნდის პიკის დათმობად.


უორიორსის გულშემატკივრებმა შესაძლოა იკამათონ, რომ გუნდი ზედმეტად ბევრ დრაფტ-პიკს თმობს, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის პრეტენდენტისთვის ყოფილი პირველი ნომრის დრაფტ-პიკის წართმევა მარტივი ნამდვილად არ იქნება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გოგა ბითაძე
გოლდენ სტეიტი
ორლანდო
სტეფ კარი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
•კალათბურთი

კალათბურთი

ჰარდენმა ახალი კონტრაქტი შეათანხმა და ელიტურ სიას შეუერთდა

•კალათბურთი

კალათბურთი

ჰარდენმა ახალი კონტრაქტი შეათანხმა და ელიტურ სიას შეუერთდა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მეფე ორლანდოში - გრიზმანის პირველი დუბლი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მეფე ორლანდოში - გრიზმანის პირველი დუბლი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საქართველომ მონტენეგრო გაანადგურა - ვინ რამდენი ქულა დააგროვა?

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: საქართველომ მონტენეგრო გაანადგურა - ვინ რამდენი ქულა დააგროვა?
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

14 აგვ, 2026

საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

News image

20 აგვ, 2026

ჰარდენმა ახალი კონტრაქტი შეათანხმა და ელიტურ სიას შეუერთდა

News image

23 აგვ, 2026

VIDEO: მეფე ორლანდოში - გრიზმანის პირველი დუბლი

News image

28 აგვ, 2026

VIDEO: საქართველომ მონტენეგრო გაანადგურა - ვინ რამდენი ქულა დააგროვა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება