ანტუან გრიზმანმა ორლანდო სიტის მაისურით MLS-ში თავისი პირველი დუბლი გაიფორმა და რეალ სოლტ ლეიკთან მძიმე მატჩში გუნდს ქამბექით გამარჯვება მოუტანა.
ფლორიდულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე პირველი ტაიმი წააგო, თუმცა ფრანგი ვარსკვლავის ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით ვითარება სრულად შემოტრიალდა.
მეორე ტაიმში, მატჩის 50-ე წუთზე, გრიზმანმა საჯარიმოში შექმნილი ქაოსი შესანიშნავად გამოიყენა, ბურთი რებაუნდიდან კარში გადაგზავნა და ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვების მომტანი გოლი მან თითქმის იგივე პოზიციიდან, შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიტანა. თავდაპირველად მან თანაგუნდელის მიმართულებით ქუსლით გადაცემა სცადა, თუმცა ბურთი ისევ მის ფეხებთან დაბრუნდა და ფრანგმაც ინსტინქტურად მოტრიალება და ზუსტი დაბალი დარტყმა მოასწრო, რამაც ორლანდოს საბოლოო სამი ქულა მოუპოვა.