ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანის შესახებ თბილად ისაუბრა.
ამ ზაფხულს ფრანგმა ფორვარდმა მადრიდული კლუბი დატოვა და MLS-ის გუნდ ორლანდო სიტიში გადავიდა.
„ჩემი შვილები მის შვილებთან მეგობრობენ. ჩვენ შორის ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა იყო ანტუანის ხასიათისა და იმის წყალობით, რომ ზღვარი არცერთს არასდროს გადაგვიკვეთავს. რადგან, როგორც კი ამ ზღვარს გადააბიჯებ, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. მე გენიოსთან მუშაობის პატივი მხვდა წილად. მის შესახებ ლაპარაკი სიამოვნებას მანიჭებს.
თავიდან, ნახევარი წლის შემდეგ ბილბაოში გამართულ მატჩამდე, მას აქ ყოფნა არ უადვილდებოდა. ბარსელონადან დაბრუნების შემდეგ გულშემატკივრები მის მიმართ მომთხოვნები იყვნენ, რადგან სურდათ, ფეხბურთელებს კლუბისადმი ერთგულება ეჩვენებინათ.
თავისი ტალანტის წყალობით მან გააგრძელა ჩვენი გახარება თავისი თამაშით. ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული ანტუანის როლი ატლეტიკოს ისტორიაში“, - განაცხადა სიმეონემ.