იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტოტენჰემის მცველების, კრისტიან რომეროსა და ჯედ სპენსის, ტრანსფერებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
კუტი რომეროსა და ატლეტიკოს შორის შეთანხმება ახლოსაა, მადრიდული კლუბი ტოტენჰემს მალე ახალ შეთავაზებას გაუგზავნის.
არგენტინელმა მცველმა როხიბლანკოში გადასვლას მწვანე შუქი აუნთო და მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადადის.
ტოტენჰემი ფეხბურთელის არსენალში გაყიდვას არასდროს განიხილავდა.
ბარსელონა კვლავ როდრის ტრანსფერზეა კონცენტრირებული და კუტი რომეროს სანაცვლოდ ამ დრომდე შეთავაზება არ გაუკეთებია.
ინტერი კი მზადაა ჯედ სპენსის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთოს, თუ მისი შესაძლო წასვლის პირობები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოთხოვნილ 45 მილიონ ევროსთან შედარებით შეიცვლება.
ნერაძურიში მიაჩნიათ, რომ ახლა ფეხბურთელის შეძენა 40 მილიონ ევროზე ნაკლებად იქნება შესაძლებელი და მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება, ტრანსფერზე მუშაობა კვლავ აქტიურ ფაზაშია.
თავად ინგლისის ნაკრების ფლანგის მცველსაც მილანურ კლუბში გადასვლა სურს.
ოფიციალურად: ტოტენჰემის ლიდერმა ახალი კონტრაქტი გააფორმა