მიკი ვან დე ვენმა ტოტენჰემთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
,,ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად მიჩნეული მიკი 2023 წლის აგვისტოში ვოლფსბურგიდან ტოტენჰემში გადმოსვლის შემდეგ მუდმივად უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.
ის 2025 წელს უეფას ევროპა ლიგის მოგებაში გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო, მათ შორის, მანჩესტერ იუნაიტედთან ფინალში ბურთი ეფექტურად გამოიტანა კარის ხაზიდან.
მიკიმ ლიდერული თვისებებიც გამოავლინა, როდესაც რობერტო დე ძერბის ხელმძღვანელობით გასული სეზონის ბოლო, გადამწყვეტ 6 მატჩში გუნდს კაპიტნის რანგში გაუძღვა." - წერია ტოტენჰემის განცხადებაში
„ახალი კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია და ამით მე და ჩემი ოჯახი ძალიან ვამაყობთ.
სპურსი აქ მოსვლის პირველივე დღიდან შემიყვარდა. მიყვარს ეს კლუბი, მიყვარს გულშემატკივრები და აქ ყოფნის პერიოდში მნიშვნელოვნად განვვითარდი.
ნათელია, რა მიმართულებით სურს კლუბს განვითარება და მეც მინდა, ამ პროცესის ნაწილი ვიყო. მოუთმენლად ველი იმას, რაც წინ გველოდება.“ - განაცხადა ნიდერლანდელმა მცველმა.
მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ განაცხადა:
„მიკი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
მას აქვს ის თვისებები, მენტალიტეტი და ამბიცია, რაც ტოტენჰემში გვჭირდება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან კლუბთან ერთად თავისი გზის გაგრძელება გადაწყვიტა.
აქ რაღაც ძლიერს ვაშენებთ და მიკის მსგავსი ფეხბურთელები ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ახალი კონტრაქტის გაფორმების გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მას სჯერა იმის, რასაც ჩვენ ერთად ვქმნით.“
მიკი ვან დე ვენმა ტოტენჰემთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ზაფხულს კლუბთან ხელშეკრულება პედრო პორომაც გაახანგრძლივა.
ტოტენჰემს ლიდერები ტოვებენ?