ხულიან ალვარესის ბარსელონაში შესაძლო გადასვლის ამბავი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
არგენტინელმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა, მადრიდის ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს პირისპირ შეხვდეს და გულახდილად აუხსნას, რომ მადრიდში დარჩენა აღარ სურს და კატალონიურ კლუბში თამაშით ბედნიერი იქნება. ალვარესს სჯერა, რომ მხოლოდ პირდაპირ საუბარს შეუძლია ყინულის დაძვრა და კლუბის ხელმძღვანელობის დარწმუნება.
თავის მხრივ, ატლეტიკო კატეგორიულ უარზეა და საკუთარი ლიდერის ესპანურ და ევროპულ კონკურენტთან გაშვებას არც კი განიხილავს. ბარსელონა კი მოვლენების განვითარებას მშვიდად ელოდება და არგენტინელის დამატების იმედს არ კარგავს. ახლა მთელი ყურადღება სიმეონესა და ალვარესის მოსალოდნელი შეხვედრისკენ არის მიმართული, რომელიც 10 აგვისტოს, ფეხბურთელის შვებულებიდან დაბრუნებისთანავე გაიმართება.