ნაჰუელ მოლინა რომას ფეხბურთელი ხდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რომამ მადრიდის ატლეტიკოსთან ნაჰუელ მოლინას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. გარიგების საერთო ღირებულება 18 მილიონი ევროა.
ასევე მიღწეულია ვერბალური შეთანხმება ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობებზე. ატლეტიკო აქტიურად მუშაობდა მოლინას გაშვებაზე და ახლა ტრანსფერი სრულად შეთანხმებულია.
მარჯვენა მცველი რომას გრძელვადიანი კონტრაქტით შეუერთდება. არგენტინელს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს.
მოლინა 2020-2022 წლებში უდინეზეში თამაშობდა, საიდანც ასპარეზობა სწორედ მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელა.
ლა ლიგის კლუბი არგენტინელი მცველის ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებს